1. პატიმრობის დაწესებულებაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

2. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებული პირი საკანში თავსდება.

3. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები პენიტენციურ დაწესებულებაში ცალ-ცალკე თავსდებიან. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. ეს წესი გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სხვა ბრალდებულებზ