1. ბრალდებული პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას სარგებლობს:

ა) ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით;

ბ) უფლებით, პენიტენციური დაწესებულების კონტროლითა და საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი ამ კოდექსის 115-ე და 116-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. ბრალდებულის თანხმობით მასთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ბრალდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებზე ვრცელდება ამ კოდექსის 136-ე და 137-ე მუხლები ბრალდებულის სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. ბრალდებული პატიმრობის დაწესებულებიდან თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

თავი XI

თავისუფლების აღკვეთის აღსრულე