„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 აპრილის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №972 |
|
2024 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 აპრილის №393 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016893) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განისაზღვროს დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (გარდა საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოსი) მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.“. 2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. განისაზღვროს დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №21 დანართის შესაბამისად. 22. განისაზღვროს დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №22 დანართის შესაბამისად.“. 3. ბრძანების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (გარდა საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოსი) მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები
4. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №21 და №22 დანართები:
„დანართი №21
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები
დანართი №22
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები
5. ბრძანების №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|