„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №162 |
|
2020 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან:“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეები.“; 2. 131 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №20) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. №20 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და ადგილზე შეფარდების უფლებამოსილება აქვთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს.“; 3. 132 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. №21 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №22 დანართით განსაზღვრული დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება გააჩნიათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს.“; 4. 133 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №22) გამოიცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.“; 5. მე-18 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) №1 დანართი – „აგ“ ან „აუ“; ბ) №3 დანართი – „აფ“ ან „აქ“;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) №5 დანართი – „აღ“ ან „აყ“;“; ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) №8 დანართი – „აშ“ ან „აჩ“;“; ა.დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) №26 დანართი – „ზბ“ ან „ზგ“.“; ბ) მე-5 პუნქტის: ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) N1 დანართი – „ბბ“ ან „ბპ“; ბ) N5 დანართი – „ბჟ“ ან „ბრ“;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) N8 დანართი – „ბს“ ან „ბტ“;“; ბ.გ) „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) №26 დანართი – „თბ“ ან „თგ“.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) №1 დანართი – „დკ“ ან „დლ“; ბ) №6 დანართი – „და“ ან „დბ“; გ) №7 დანართი – „დგ“; დ) №8 დანართი – „დდ“ ან „დე“; ე) №9 დანართი – „დვ“ ან „დზ“; ვ) №10 დანართი – „დთ“ ან „დი“.“; დ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმის ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) №20 დანართი – „სა“ ან „სბ“; ბ) №21 დანართი – „სგ“ ან „სდ“.“; 6. დანართები №1, №2, №3, №4, №5, №8, №15, №20, №22, №24, №26 და №27 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან. |
|