„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.017573
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №44

2025 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით  (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) №34 დანართი – „ზდ“ ან „ზე“.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და  ტერიტორიული ორგანოები უზრუნველყოფენ შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას:

ა) №1 დანართი  – „ბბ“ ან „ბპ“;

ბ) №5 დანართი – „ბჟ“ ან „ბრ“;

გ) №6 დანართი – „ბე“ ან „ბვ“;

დ) №8 დანართი – „ბს“ ან „ბტ“;

ე) №9 დანართი –  „ბი“ ან „ბკ“;

ვ) №10 დანართი – „ბლ“ ან „ბმ“;

ზ) №11 დანართი – „ბნ“ ან „ბო“;

თ) №16 დანართი – „ვა“ ან „ვბ“;

ი)  №17 დანართი – „ვგ“ ან „ვდ“;

კ) №18 დანართი – „ვე“ ან „ვვ“;

ლ) №19 დანართი – „ვზ“ ან „ვთ“;

მ) №26 დანართი – „თა“ ან „თბ“;

ნ) №34 დანართი - „თდ“ ან „თე“.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე მუხლი:

„მუხლი 25

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა და ის უარს ამბობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტისადმი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისადმი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი მიმართვის ოქმი (დანართი №34).

2. მიმართვის ოქმის ფორმა ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო ორი ეგზემპლარი, შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენის მიზნით, გადაეცემა გამოსაკვლევ პირს.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ მიმართვის ოქმში მიეთითება მიმართვის ოქმის (დანართი №34) პირველი-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ: მიმართვის ოქმის შემდეგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ გამოიცემა მიმართვის ოქმი (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი); მიმართვის გამოწერის ადგილი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (წუთი, საათი); ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა მიმართვა; ლაბორატორიული გამოკვლევის ჩაუტარებლობის შედეგები; გამოსაკვლევი პირის უფლებები და მოვალეობები; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები.

4. მიმართვის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე და პირი, რომლის მიმართაც გამოიწერება მიმართვა. ამ პირის მიერ ხელმოწერაზე უარი აღინიშნება ოქმში.

5. გამოსაკვლევი პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოცხადების შემთხვევაში, მიმართვის ოქმში ექსპერტის მიერ მიეთითება მიმართვის ოქმის (დანართი №34) მე-8-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ: გამოსაკვლევი პირის მიერ, საექსპერტო დაწესებულებაში, ბიოლოგიური მასალის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა; ექსპერტის (ექიმი ნარკოლოგის) თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა - დამოწმებული ბეჭდით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ოქმი ინფორმირებისა და სათანადო რეაგირების მიზნით ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის უფლებამოსილ ხელმძღვანელს.“.

2. დამტკიცდეს №34 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №34

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისადმი ან საჯარო სამართლის

იურიდიული პირისადმი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი მიმართვის ოქმი №_ _ 000 000 000

1.________________________________________ 2.______________________________________

შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი

და დრო (საათი, წუთი)

3. _________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი

4. გამოსაკვლევი პირის:

ა) ________________________________________ ბ) ______________________________________

სახელი და გვარი მისამართი

გ) ________________________________________

პირადი №

5. ასკ-ის მუხლი: ______________ ნაწილი: ________________

6. ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა: _________________________

7. გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა: ________________________

___________________________________________________________________________________

ხელმოწერაზე უარის ან მიმართვის ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა

8. _________________________________________________________________________________

გამოსაკვლევი პირის მიერ საექსპერტო დაწესებულებაში ბიოლოგიური მასალის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი)

9. _________________________________________________________________________________

ექსპერტის (ექიმ-ნარკოლოგის) თანამდებობა, სახელი, გვარი

ხელმოწერა: ________________

10. _________________________________________________________________________________

საექსპერტო დაწესებულებაში გამოკვლევის დასრულების შემდეგ გამოსაკვლევი პირის

ხელმოწერა: ________________

შენიშვნა: __________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

მიმართვის ოქმის მეორე გვერდი

პირი ვალდებულია, ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, მიმართვის ოქმის საფუძველზე, მისი გამოწერიდან არაუგვიანეს 4 საათისა ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გამოკვლევა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში – შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე.

მიმართვის ოქმის საფუძველზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩაუტარებლობა ან ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად, რაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად დადგინდა პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტი, პირს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში ჩაატაროს აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.06.2025.
როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 020080160.22.034.017573.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №44, 19.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.034.017573 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6532079/