„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 სექტემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.136.016421
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2023 წლის 22 დეკემბერი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 სექტემბრის №24  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2015, სარეგისტრაციო კოდი  010250020.35.136.016183)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი №1 დანართისა და ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №2 დანართის შესაბამისად.“.

3. №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“.

4. №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საკრებულოს თანამდებობის პირები,  მათ მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ყოველთვიური  ზღვრული ოდენობა განისაზღვროს  700  ლარის ოდენობით.“.

5. №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებას (ან განუხორციელებლობას) ადასტურებს ხელმოწერით და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას, თანახმად დანართი 2-ისა, წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

6. №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

საკრებულოს თავმჯდომარე, წარმოდგენილ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი №2) ცვლილებებით ან უცვლელად ამტკიცებს და გადასცემს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურს.“.

7. №1 დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

1. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს თავის უფლებამოსილებას, აღნიშნულ ვადაში არ აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.

2. თუ საკრებულოს წევრმა, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა თავისი უფლებამოსილება, გონივრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განუხორციელებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ და მასზე გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტი.“.

8. №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე