განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №143/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018398
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №238/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№143/ნ
2023 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023), საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ემბლემის ფორმები დანართების №1-ის, №2-ის, №3-ისა და №4-ის შესაბამისად;
ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად;
გ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად;
დ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია) დანართი №7-ის შესაბამისად;
ე) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) დანართი №8-ის შესაბამისად;
ვ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია) დანართი №9-ის შესაბამისად;
ზ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) დანართი №10-ის შესაბამისად;
თ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ფიზიკური პირების (თანამშრომლის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა დანართ №11-ის შესაბამისად;
ი) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ფიზიკური პირების (სტუმრის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა დანართ №12-ის შესაბამისად;
კ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი უვადო საშვის ფორმა დანართ №13-ის შესაბამისად;
ლ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი ვადიანი საშვის ფორმა დანართ №14-ის შესაბამისად;
მ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის ფორმა დანართი №15-ის, №16-ის, №17-ისა და №18-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 ივნისის №51/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი