ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016703
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №80
2023 წლის 22 დეკემბერი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „სასწავლო პრაქტიკაზე განაცხადის ფორმა“ დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სასწავლო პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა“-ის ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) პრაქტიკის გავლის პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასწავლო პრაქტიკა – მერიაში ამ წესით რეგულირებული აუნაზღაურებელი მოკლევადიანი საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას მერიაში;
გ) კანდიდატი – საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ კურსზე მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ წესის შესაბამისად, სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ, პირადი განცხადებით და საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით მიმართავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულება – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
მუხლი 2🔗. პრაქტიკის მიზანი
პრაქტიკის მიზანია:
ა) სტუდენტთა პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, ასევე სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება;
ბ) მერიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისა და საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელის შეწყობა.
მუხლი 3🔗. სასწავლო პრაქტიკის ორგანიზება
1. მერიაში სასწავლო პრაქტიკაზე პრაქტიკანტად მიიღება პირი პირადი განცხადების საფუძველზე ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მერის სახელზე წერილობით წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. პრაქტიკანტად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი.
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ კანდიდატი მერიის ადმინისტრაციული სამსახურს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადებას სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ;
ბ) მომართვას უმაღლესი სასწავლებლიდან;
გ) რეზიუმეს (cv);
დ) ცნობას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა და სამუშაო დრო განისაზღვრება სასწავლო დაწესებულებასთან შეთანხმებით. სასწავლო პრაქტიკის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს.
მუხლი 4🔗. პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები
1. პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს მერიის სისტემის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა);
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა უშუალო ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
მუხლი 5🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირის ვალდებულება პრაქტიკანტის მიმართ
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის გამოყოფას პრაქტიკანტისათვის. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შესაძლებელია იყოს პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი.
3. პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს პრაქტიკანტს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;
დ) განახორციელოს პრაქტიკანტის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა.
მუხლი 6🔗. პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლები
პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) შინაგანაწესის დარღვევა;
დ) პირადი განცხადება.
მუხლი 7🔗. სასწავლო პრაქტიკის დასრულება
1. სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ, მერი სტრუქტურული ერთეულის უფროსის რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სასწავლო პრაქტიკის შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სასწავლო პრაქტიკის შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა.
დანართი №2
სასწავლო პრაქტიკაზე განაცხადის ფორმა
1. გვარი, სახელი -------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი ---------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა --------------------------------------------------------------------
4. პირადი ნომერი --------------------------------------------------------
5. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი:
------------------------------------------------------------------------------
6. რომელ უცხო ენებს ფლობთ?
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
7. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
-------------------------------------------------------------------------------------------------
8. მერიის რომელ სტრუქტურულ ერთეულში გსურთ სასწავლო პრაქტიკის გავლა. მიუთითეთ სტრუქტურული ერთეული:
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
9. გთხოვთ ცალკე წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ უმაღლესი სასწავლებლიდან;
გ) მომართვა უმაღლესი სასწავლებიდან სასწავლო პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებით.
დანართი №3
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სასწავლო პრაქტიკის
გავლის დამადასტურებელი
ცნობა
ცნობა ეძლევა ------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ---------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეულის დასახელება)
სასწავლო პრაქტიკის კურსის დასრულებისათვის
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი
------------------------------------------ --------------------
ხელმოწერა თარიღი
სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელი
------------------------------------------ --------------------
ხელმოწერა თარიღი