📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2023
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016693
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2023
matsne.gov.ge 1,334 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ორგანიზაცია
მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი
მუხლი 2
ქონება
მცხეთის მუნიციპალიტეტის, მცხეთს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული აქტივები
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
ინვენტარიზაციის კომისია
ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
ქონების განადგურება
შესაბამის ორგანიზაციაზე, ხელშეკრულების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ჩამოწერილი ქონება
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირი თადი საშუ ალების დასა ხელება ექსპლუ ატაციაში შესვლის წელი
% ლარი
ძირითადი აქტივების დასახელება
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.10.2022 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.10.2019 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2022 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 24.07.2015 აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 19.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 2023 წლის 26 დეკემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“ (დანართი №1) და თანდართული ფორმები (ფორმა №1, №2, №3, №4). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის N59 (www.matsne.gov.ge, 010250050.35.153.016453, 30.05.2018) დადგენილება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი განსაზღვრავს მცხეთს მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ორგანიზაცია – მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი; 2. ქონება – მცხეთის მუნიციპალიტეტის, მცხეთს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული აქტივები; 3. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 4. ინვენტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. 5. ქონების განადგურება – შესაბამის ორგანიზაციაზე, ხელშეკრულების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ჩამოწერილი ქონება; მუხლი 3🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით; ბ) უძრავი ქონების – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. 2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების – ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით; ბ) უძრავი ქონების – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის წარდგინებით და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. მუხლი 4🔗.  ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი   1. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ორგანიზაციის  ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვაანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა. 2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3, №4), ასევე, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო), ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მცხეთის  მუნიციპალიტეტის მერს/ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მუხლი 5🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა 1. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ფორმა №3 დანართის საფუძველზე, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით (კომისიის და/ან აუდიტის მიერ) დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ორგანიზაცია ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების განადგურება 1.ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში. 4. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. ფორმა №1 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი  20    წლის----------------------------------------------------------- მდგომარეობით  მცხეთის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) --------------------------------------------------- ძირი თადი საშუ ალების დასა ხელება ექსპლუ ატაციაში შესვლის წელი ექსპლუა- ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ- ლება გადაფა- სებამდე (ლარი) ბუღალ- ტრული ცვეთა გადაფა- სებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფა-სებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამ- დე (ლარი) გრ.5-გრ.9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებულე-ბის საფუძველზე ღირებუ-ლება გადაფასე-ბის შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა-სების შემდეგ (ლარი) საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალ- ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტობ-რივი მდგომა-რეობით % საბოლოო ბუღალ-ტრული მდგომა- რეობით % ლარი ლარი ქონების ადგილსამყო-ფელი ქვეყნის ვალუტის გათვალისწი-ნებით 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20     კომისიის წევრები:     1                                            2.                                            3.                                            4.                                            5.                                                                                                                       შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. ფორმა №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი  20    წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით                               მცხეთის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) --------------------------------------------------- № ძირი თადი საშუ ალების დასა ხელება ექსპლუა- ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა- ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ- ლება გადაფა- სებამდე (ლარი) ბუღალ-ტრული ცვეთა გადაფა-სება მდე ფიზიკური ცვეთა გადაფასე- ბამდე ნარჩენი საბალანსო ღირებუ- ლება გადა ფასებამდე (ლარი) გრ.5-გრ.9) გადაფა სების კოე ფიციენტი საქართვე  ლოს პრეზი დენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანე ბულების საფუ ძველზე ღირებუ- ლება გადაფა- სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა- სების შემდეგ (ლარი) საამორტი- ზაციო ანარიცხის ნორმა ძირი თადი ფონდის სრულ აღდ გენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირე ბულება % ლარი % ლარი ბუღალ- ტრული ცვეთის % საბო ლოო ფაქტობ-რივი მდგომა-რეობით % საბო ლოო ბუღალ-ტრული მდგომა-რეობით % ლარი ლარი ქონების ადგილ სამყო-ფელი ქვეყნის ვალუტის გათვა ლისწი-ნებით 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები:          1.                                            2.                                            3.                                            4.                                                                                                                                                                                  შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.                   ფორმა №3  ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 20     წლის ----------------------------------მდგომარეობით მცხეთის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) ---------------------------------------- № ძირითადი აქტივების დასახელება ექსპლუ ატაციაში შესვლის წელი საწყისი საბალანსო ღირებულება. გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე გადაფასების კოეფ იციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ /ლარი/ ცვეთა გადაფასების მერე /ლარი/ ნარჩენი საბალანსო ღირებულება /ლარი/ შე ნიშვნა % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 2 3 4 5 6 7 კომისიის შემადგენლობა:--------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20    წლის ---- ------------------ № ------- ბრძანების საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის / გამოშვების/ წელი ------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება ------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი ა) ----------------------------         ბ) ----------------------------         გ) --------------------------------------  კომისიის დასკვნა        ------------------------------------------------------------  კომისიის წევრები:     1 ----------------------------------------------------------                                          2 ----------------------------------------------------------                                          3 ---------------------------------------------------------                                          4 ----------------------------------------------------------                                          5 ----------------------------------------------------------   ვამტკიცებ:   დაწესებულების ხელმძღვანელი:                                                                                                                                                                  ბ.ა.  ფორმა №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტი დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა ლარი დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგი ........................................................................................................... 20      წ. ----- ------------------------------ კომისიის თავმჯდომარე: თავმჯდომარის მოადგილე: ბუღალტერი:  კომისიის წევრები: ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:      ბ.ა. ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................)