„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010110000.69.081.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის

დადგენილება №2

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მოქალაქეობის საკითხთა კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 04/09/2018 წ., 010110000.69.081.016002)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო, აღდგენის წესითა და საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი ტესტირება დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის  შესაბამისობის დასადგენად, ტესტირების გავლიდან 1 წლის განმავლობაში.“.

2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19

1. კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 311 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი შესაბამისი წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენამდე გადის ტესტირებას ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად; ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისა და კანონის 32​​მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი – ქართული ან აფხაზური ენის ცოდნის შესაფასებლად. დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის დონის შეფასებას უზრუნველყოფს  სააგენტოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ტესტირების გავლას არ ექვემდებარება არასრულწლოვანი. ასევე ტესტირებისგან თავისუფლდება მხარდაჭერის მიმღები, ასევე მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევის მქონე პირი, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით/ექიმის დასკვნით  ან/და სხვა უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე დასტურდება, რომ შეუძლებელია  შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული პირი  კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესახებ.

3. ტესტირებისგან გათავისუფლების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარედგინება მოქალაქეობის საკითხთა კომისიას (შემდგომ – კომისია), საქართველოს მოქალაქეობის  მინიჭების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის წარდგენამდე. განცხადება ტესტირებისგან გათავისუფლების შესახებ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც დაინტერესებული პირის, ასევე კანონიერი წარმომადგენლის მიერ. კომისია განცხადებას იხილავს და ტესტირებისგან გათავისუფლების/გათავისუფლებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

4. ტესტირებისგან გათავისუფლების შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ (შესაბამის ნაწილში) ან ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამავე პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.

5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები;

ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.

6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ.

7. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე.

8. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის  განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.

9. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ არჩეული საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით.“;

3. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.“.

4. 26- მუხლს:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:

„11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს;“.

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველმა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);

გ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

5. 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, თუ პირს აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.“.

6. მე-40 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის  საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევისას კომისიამ, სხვა გარემოებებს შორის შეიძლება მხედველობაში მიიღოს:

ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას;

ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა;

გ) საქართველოში საქმიანობა;

დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული:

ა) №1, №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №10 და №11 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-7  პუნქტიებისა, ამოქმედდეს 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2  და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეთამუნა აკობია
📎 დანართები (5)
danarti-1.docx

დანართი №1

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების შესახებ განცხადების ფორმა

საქართველოს პრეზიდენტს

ფოტოსურათის

ადგილი

 (მატერიალური ფორმით

წარდგენის შემთხვევაში)

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის -------- მუხლის შესაბამისად, გთხოვთ მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით.

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი

_________________________________________________________________________

(სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი სახელი ან/და  გვარი, სახელის ან/და

გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის N)

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

_______________________________________________________________________

3. დაბადების ადგილი

_______________________________________________________________________

4. ხართ თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე (დადებით შემთხვევაში მიუთითეთ ქვეყანა)

_______________________________________________________________________

5. ნასამართლობა

_______________________________________________________________________

6. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

7. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი

_______________________________________________________________________

8. ვფლობ პასპორტს N ____________   პირადი N ____________________________

გაცემულს

_______________________________________________________________________

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

9. ბინადრობის მოწმობას სერია­­­­­_____________  N ____________________________

გაცემულს

_______________________________________________________________________

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

10. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1. _____________________________________________________________________

2. _____________________________________________________________________

3. _____________________________________________________________________

4. _____________________________________________________________________

5. _____________________________________________________________________

6. _____________________________________________________________________

7. _____________________________________________________________________

8. _____________________________________________________________________

11. ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი განვაცხადო

______________________________________________ მოქალაქეობაზე.

თანახმა ვარ, განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი,  საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, დამუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

  __________________________

 (პირადი ხელმოწერა)

„---------“ „----------------“ 20 ------ წ.

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

_____________________________________________________________________

(სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი)

                                                                                                            __________________________

(ხელმოწერა)

danarti-3.doc DOC

დანართი №3

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განცხადების ფორმა

საქართველოს პრეზიდენტს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფოტოსურათის

ადგილი

(მატერიალური ფორმით

წარდგენის შემთხვევაში)

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის --------მუხლის შესაბამისად, გთხოვთ მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული  წესით.

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი

_________________________________________________________________________

(სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი სახელი ან/და გვარი, სახელის ან/და გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის N)

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

_______________________________________________________________________

3. დაბადების ადგილი

_______________________________________________________________________

4. ხართ თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე (დადებით შემთხვევაში მიუთითეთ ქვეყანა)

_______________________________________________________________________

5. ნასამართლობა

________________________________________________________________________

6. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

7. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი

________________________________________________________________________

8. ვფლობ პასპორტს N ____________   პირადი N ____________________________

გაცემულს

_______________________________________________________________________

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

9. ბინადრობის მოწმობას სერია_____________  N ____________________________

გაცემულს

_______________________________________________________________________

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

10. საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ხანგრძლივობა   -------------   წელი

11. მეუღლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი

-------------------------------------------------------------------------------------------------

12. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1. _____________________________________________________________________

2. _____________________________________________________________________

3. _____________________________________________________________________

4. _____________________________________________________________________

5. _____________________________________________________________________

6. _____________________________________________________________________

7. _____________________________________________________________________

8. _____________________________________________________________________

13. ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი განვაცხადო

______________________________________________ მოქალაქეობაზე.

თანახმა ვარ, განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული  წესით მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, დამუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

__________________________

(პირადი ხელმოწერა)

„---------“ „----------------“ 20 ------ წ.

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

_____________________________________________________________________

(სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი)

__________________________

(ხელმოწერა)

დანართი 4.doc DOC

დანართი №4

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების  ფორმა

საქართველოს პრეზიდენტს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფოტოსურათის

ადგილი

(მატერიალური ფორმით

წარდგენის შემთხვევაში)

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის –– მუხლის --- პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ აღდგენის წესით მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი ____________________________________________________________

(სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი სახელი ან/და გვარი, სახელის ან/და გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის N )

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ___________________________________

3. დაბადების ადგილი ______________________________________________________

4. ხართ თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე (დადებით შემთხვევაში მიუთითეთ ქვეყანა)

_____________________________________________________________

5. ხართ თუ არა ნასამართლევი? ____________________________________________________________

6. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი

____________________________________________________________________________

7. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი _________________________

____________________________________________________________________________

8. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის  მიზეზი _____________________________

____________________________________________________________________________

9. ვფლობ პასპორტს N __________  პირადი N __________________________________

გაცემულს

____________________________________________________________________________

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

10. ბინადრობის მოწმობას სერია_____________   N ______________________გაცემულს

_____________________________________________________________________

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

11. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1. ______________________________________________________________________

2. ______________________________________________________________________

3. ______________________________________________________________________

4. ______________________________________________________________________

5.  ______________________________________________________________________

6.  ______________________________________________________________________

7.  ______________________________________________________________________

8. ______________________________________________________________________

12. ჩემი  თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი განვაცხადო

____________________________________ მოქალაქეობაზე (არ ივსება დროებითი უფლების საფუძველზე

მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში).

თანახმა ვარ, განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი,  საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, დამუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების

მიერ.                                                                                              __________________________

(პირადი ხელმოწერა)

„------“ „-----------“ 20 ---- წ.

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

______________________________________________________________________

(სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი)

_______________________

(ხელმოწერა)

„-------“  „-------------“   20---- წ.

danarti-10.docx

დანართი №10

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე განცხადების ფორმა

საქართველოს პრეზიდენტს

TO THE PRESIDENT OF GEORGIA

Президенту Грузии

ფოტოსურათის ადგილი 1

Place for a photo 2

Место для фотографии 3

გაცხადება

APPLICATION

Заявление

თქვენო აღმატებულებავ,

Your Excellency,

Ваше Превосходительство,

გთხოვთ, საქართველოს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით.

Please grant me citizenship of Georgia as an exception pursuant to Article 17 of Organic Law of Georgia “On citizenship of Georgia”.

Прошу Вас в соответствии со ст. 17 органического закона Грузии «О гражданстве Грузии» предоставить мне гражданство Грузии в порядке исключения.

1 ფოტოსურათის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში

2  if a printed copy of the photograph is presented

3  в случае предоставления фотографии в в материальном виде

ჩემ შესახებ მოგახსენებთ შემდეგს/ Personal information/Персональные данные:

1. პირადი N/Personal №/Личный №

____________________________________________________________________

 2. სახელი და გვარი/Name and surname/Имя и фамилия _____________________________

3. შეცვლილი გვარი, სახელი/Changed surname, name/Измененные фамилия, имя

______________________________________________________________________

4. სქესი                                               მმ                                                           მდ

  Gender                          ___             Male                                       ____      Female

   Пол                                              Mужской                                             женский

5. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)/Date of birth (day, month, year)/ Дата рождения (число, месяц, год) ______________________________________________

______________________________________________________________________

6. დაბადების ადგილი/Place of birth/ Место рождения

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

7. მოქალაქეობა (თუ ხართ ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქე, მიუთითეთ ყველა)/ Citizenship (if you are citizen of two or more countries, please indicate all)/Гражданство (в случае наличия гражданства двух или более государств, укажите все)

1.             _______________________________________________________

2.             _______________________________________________________

3.             _______________________________________________________

8. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძველი:

     Ground for granting citizenship as an exception:

     Основание предоставления гражданства в порядке исключения:    

□ საქართველოს წინაშე გაქვთ განსაკუთრებული დამსახურება

□ You have special merit to Georgia

□ У Вас особые заслуги перед Грузией

□ საქართველოს მოქალაქეობის თქვენთვის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს (აღნიშნული საფუძვლის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მონიშნოთ ერთ-ერთი ქვემოაღნიშნული გარემოება)

□ Granting of citizenship of Georgia to you proceeds from the national interest (if you specify this ground, please tick one of the circumstances listed below)

□ Предоставление Вам гражданства Грузии вытекает из  государственных интересов (в случае указания на упомянутое основание, просим отметить одно из следующих обстоятельств):

ა)  საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიგაჩნიათ და თქვენ ან თქვენი წინაპარი არის:

a)      you consider Georgia as your motherland and you or your ancestor :

а)  Вы считаете Грузию своей родиной, и Вы или Ваши предки являетесь:

□ ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი;

□ a.a) are/is a person residing in the occupied territory of Georgia or is an internally displaced person;

□ а.а) лицом, проживающим на оккупированной территории Грузии, либо лицом, вынужденно переселенным с такой территории;

□ ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;

□ a.b) are/is a person migrated at different times for political reasons or due to hard social and economic situation;

□ а.б) лицом, в разное время уехавшим в эмиграцию по политическим соображениям, либо в виду тяжелого социально-экономического положения;

□ ბ) საქართველოში ახორციელებთ ან განახორციელეთ ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ან შეიტანეთ;

□ b) you make or have made investment, by which you significantly contribute or have contributed to the development of the national economy;

□ б) Вы осуществляетет, либо осуществили в Грузии такие инвестиции, благодаря которым вносите, либо внесли значительный вклад в развитие экономики страны;

□ გ)  წარმატებული ხართ სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და გსურთ მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოთ.

□ c) you are successful in the field of sports, science or/and arts and want to continue your activity in the name of Georgia.

□ в)  Вы добились успехов в спорте, науке или/и сфере искусств, и желаете продолжить свою деятельность от имени Грузии.

9.  განათლება/Education/Образование

საგანმანათლებლო დაწესებულება

Educational institution

Образовательное учреждение

სპეციალობა

Specialty

Специальность

ჩაბარების თარიღი

Dateofenrollment

Дата поступления

დამთავრების თარიღი

Date of graduation

Дата окончания

10. სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, ძალოვან უწყებებსა და სპეციალურ სამსახურებში)/Work experience (including service in armed forces agencies and special services) / Опыт работы (в том числе в силовых ведомствах и специальных службах)

სამსახურის დასახელება

Job name

Наименование службы

თანამდებობა

Position

Должность

მიღების თარიღი

Date of appointment

Дата принятия

გათავისუფლების თარიღი

Date of dismissal

Дата освобождения

11. თქვენი წლიური შემოსავალი (შემოხაზეთ შესაბამისი პასუხი)/Your annual income (underline the relevant answer)/ Ваш годовой доход (обведите нужный ответ)

25 000 ლარამდე/up to 25 000 Lari/ До 25 000 грузинских лари;
25 000-დან 50 000 ლარამდე/from 25 000 up to 50 000 Lari/ От 25 000 до 50 000 грузинских лари;
50 000-დან 100 000 ლარამდე/from 50 000 up to 100 000 Lari/ От 50 000 до 100 000 грузинских лари;
100 000 ლარი და ზევით/ 100 000 Lari and more/ Свыше 100 000 грузинских лари.

12. იღებთ თუ არა სხვა ქვეყნებში პენსიას ან სხვა სახის თანხას, რა საფუძვლით და ოდენობით?/Do you get pension or other kinds of allocations in other countries? please indicate the grounds and the amount / Получаете ли пенсию или иные денежные средства другой страны, на каком основании и в каком размере ______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

13. ხართ თუ არა ნასამართლევი და, თუ ხართ, რა დანაშაულისათვის?/Have you ever been convicted and for what reason? Есть ли у Вас судимость? В случае положительного ответа, за какое преступление

კი

Yes

Да

არა __________

no   ___________

нет ___________

___________________________________________________________________________

14. ხართ თუ არა „მიუღებელი პირი“ რომელიმე სახელმწიფოსათვის? (თუ ხართ, მიუთითეთ ქვეყნები)/Are you “persona non grata” in any country (if yes, please indicate the countries)/ Являетесь ли персоной нон-грата для какого-либо государства?

კი

Yes

Да

არა

no

нет

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

 15. მისამართი/Address/Адрес____________________________________________________

 ___________________________________________________________

მობილურის ტელ.

Cell/Мобильный                                                         № _________

სამსახურის ტელ.

Job/ Служебный                                                          № _________

ბინის ტელ.

Home/Домашний                                                        № __________

ელ. ფოსტა

Е-mail / Э-почта                                                           № _________

16. პასპორტის სერია N

Passport series N                                                                    

Паспорт серия N

ვის მიერ, რა თარიღით და რა ვადით არის გაცემული იგი? Issuing authority, date of issue, date of expiration/Кем и когда выдан, действителен до

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

17. ცხოვრობდით თუ არა საქართველოში? (თუ ცხოვრობდით, მიუთითეთ წლები და მისამართი)/Did you live in Georgia? (If yes, please indicate years and address)/Проживали ли ранее в Грузии?(в случае положительного ответа, укажите годы и адрес места жительства)

კი

Yes

Да

არა

no

нет

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

18. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივი/Motive of getting the citizenship of Georgia / Мотив для принятия гражданства Грузии

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

19. ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები/Family member and close relatives/ Члены семьи и близкие родственники

ნათესაური კავშირი

Relationship

Родственная связь

სახელი და გვარი

Name and surname

Имя и фамилия

დაბადების ადგილი და თარიღი

Date and place of birth

Место и дата рождения

პირადი N

Personal N

Личный N

მოქალაქეობა

Citizenship

Гражданство

მეუღლე/Spouse

Супруг/супруга

შვილები/Children

Дети

მამა/Father

Отец

დედა/Mother

Мать

20. დაასახელეთ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები (საქართველოს მოქალაქეები), ვინც პირადად გიცნობთ/Name famous people (citizens of Georgia) who know you personally/Укажите известных обществу лиц (граждан Грузии), которые лично знакомы с Вами

სახელი და გვარი

Name and surname

Имя и фамилия

ურთიერთობა

Relationship

Отношение

 21. გყავთ თუ არა ნათესავები საქართველოში?/Name of relatives in Georgia/ Есть ли у Вас родственники в Грузии?

კი

Yes

Да

არა

no

нет

ნათესაური კავშირი

Relationship

Родственная связь

სახელი და გვარი

Name and surname

Имя и фамилия

საცხოვრებელი ადგილი

Place of residence

Место жительства

22. უწევთ თუ არა რაიმე სახის მატერიალურ დახმარებას საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს ან სხვა პირებს? თუ უწევთ, ვის და რა ოდენობით?/Do you render any kind of material assistance to relatives or other persons living in Georgia? Ifyes, towhomandinwhatamount?/Оказываете ли какую-либо материальную помощь проживающим в Грузии родственникам или другим лицам? В случае положительного ответа, укажите кому и в каком размере

 ______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

23. რა საკუთრება გაქვთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ?/What property do you have in Georgia and a broad?/Какой собственностью Вы владеете в Грузии и за ее пределами?

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

24. მოხდილი გაქვთ თუ არა სამხედრო ვალდებულება, რომელ ქვეყანაში და რა სპეციალური წოდება გაქვთ მიღებული?/Have you done your military service, in what country and what special rank are you awarded?/Прошли ли воинскую службу, в какой стране и какое специальное звание получили?

კი

Yes

Да

არა

no

нет

___________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

25. ეწევით თუ არა სამეწარმეო საქმიანობას და, თუ ეწევით, სად და რა სფეროში?/Do you undertake any entrepreneurial activity and if yes – where and in what field? / Ведете ли предпринимательскую деятельность? В случае положительного ответа, укажите, где и в какой сфере

კი

Yes

Да

არა

no

нет

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

26. გეგმავთ თუ არა სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას საქართველოში და თუ გეგმავთ, რა სფეროში?/Do you plan to start entrepreneurial activity in Georgia and if yes, in what field? / Планируете ли начало предпринимательской деятельности в Грузии? В случае положительного ответа, укажите в какой сфере

კი

Yes

Да

არა

no

нет

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

27. დამატებითი ინფორმაცია/Additional information/Дополнительная информация

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

28. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს/The following documents are attached to the application/К заявлению прилагаю следующие документы:

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

____________________________________________________________________

ვაცნობიერებ, რომ ჩემ მიერ ყალბი დოკუმენტების წარმოდგენის ან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის შემთხვევაში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის მონიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მონიჭების შემდგომ აღნიშნული გარემოებების გამოვლენა გახდება ჩემ მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

თანახმა ვარ, განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი,  საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, დამუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

I realize that in case of submitting forged documents or concealment of any information important for the cause a decision on refusal to grant me citizenship of Georgia will be taken, and revealing of the above-stated circumstances after granting me citizenship of Georgia will be the ground of forfeiting of citizenship of Georgia.

I hereby express my consent to the processing of my personal data specified in the application form and the attached documents, including the special category personal data, by the appropriate public authorities for the purpose of consideration of the issue on granting citizenship of Georgia as an exception.

Я осознаю, что в случае представления подложных документов или сокрытия важной информации для дела, будет принято решение об отказе в присвоении мне гражданства Грузии, а выявление указанных обстоятельств после присвоения мне гражданства Грузии станет основанием для потери гражданства Грузии.

Я согласен, чтобы мои персональные данные, указанные в заявлении и прилагаемых документах, в том числе, и персональные данные особой категории, с целью рассмотрения вопроса о предоставлении гражданства Грузии в порядке исключения, были обработаны специальными государственными органами.

_____________________________

(ხელმოწერა/Signature/Подпись)

____________________________

თარიღი/Date/Дата

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე/I have received an application and the attached documents/ Заявление и приложенные документы принял:

_________________________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი და გვარი გარკვევით/Position, name and surname legibly/ Должность, имя и фамилия разборчиво).“. ‘“

danarti-11.doc DOC

დანართი №11

საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შესახებ განცხადების ფორმა

საქართველოს პრეზიდენტს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფოტოსურათის

ადგილი

(მატერიალური ფორმით

წარდგენის შემთხვევაში)

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის --------მუხლის შესაბამისად, გთხოვთ მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა სპეციალური წესით.

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი

_________________________________________________________________________

(სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი სახელი ან/და გვარი, სახელის ან/და გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის N)

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

_______________________________________________________________________

3. დაბადების ადგილი

_______________________________________________________________________

4. ხართ თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე (დადებით შემთხვევაში მიუთითეთ ქვეყანა)

_______________________________________________________________________

5. ნასამართლობა

________________________________________________________________________

6. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი

________________________________________________________________________

7. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი

________________________________________________________________________

8. ვფლობ პასპორტს N ____________   პირადი N ____________________________

გაცემულს

_______________________________________________________________________

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

9. ბინადრობის მოწმობას სერია_____________  N ____________________________

გაცემულს

_______________________________________________________________________

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

10. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1. _____________________________________________________________________

2. _____________________________________________________________________

3. _____________________________________________________________________

4. _____________________________________________________________________

5. _____________________________________________________________________

6. _____________________________________________________________________

7. _____________________________________________________________________

8. _____________________________________________________________________

11. ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი განვაცხადო

______________________________________________ მოქალაქეობაზე.

თანახმა ვარ, განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი,  საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, დამუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.