თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2023 წლის 28 დეკემბერი ქ. თელავი |
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებით „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერიის სამსახურებია:
3.1. ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას;
გ) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებას.
3.2. შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) შიდა აუდიტის განყოფილებას;
ბ) რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილებას.
3.3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებას;
ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილებას;
გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.
3.4. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) კულტურისა და განათლების განყოფილებას;
ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებას.
3.5. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) ქონების მართვის განყოფილებას;
ბ) შესყიდვების განყოფილებას;
გ) ტურიზმის განვითარების განყოფილებას;
დ) საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილებას.
3.6. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) საბიუჯეტო განყოფილებას;
ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას.
3.7. იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას;
ბ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებას;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილებას.
3.8. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) ინფრასტრუქტურის განყოფილებას;
ბ) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებას;
გ) ძეგლთა დაცვის განყოფილებას“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.12.2023. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.163.016604.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №25, 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016604 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6041527/