„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010220020.34.059.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №4 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებ-გვერდი www.matsne.gov.ge, 29/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016053) დამტკიცებული დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. 

 

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან  2 (ორი)  კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 15 თებერვლიდან.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო

კომისიის აპარატი

თანამდებობა სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულების განსაზღვრა
1. საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი სავალდებულო
2 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულო
საარჩევნო პროცესების მართვის განყოფილება
3 განყოფილების უფროსი სავალდებულო
4 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულო
2. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი სავალდებულო
2 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულო
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
3 განყოფილების უფროსი სავალდებულო
4 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ არის სავალდებულო
3. ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი სავალდებულო
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
2 განყოფილების უფროსი სავალდებულო
3 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ არის სავალდებულო
ინსტიტუციური განვითარების განყოფილება
4 განყოფილების უფროსი სავალდებულო
5 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულო
4. საფინანსო საბიუჯეტო დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი სავალდებულო
2 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბუღალტერი) არ არის სავალდებულო