დედ-მამით ობოლი ბავშვების მატერიალური უზრუნველყოფა.
დანართი №7
უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 10)
უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების, ხანძრის/სტიქიის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების ბინის ქირის გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებ