1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლი ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას, კერძოდ, დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს