მუხლი 8. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ამ გვერდის მოკლე შერჩევაში გადაწყვეტილებები არ არის — სრულ ინდექსში შეიძლება იყოს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №25, 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016564 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6053354/muxli-8-6/