1. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის მშობელი/წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციართა შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს. მომსახურებაზე  განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 31 ოქტომბერი.

2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) ინტერვენციული მომსახურების დაფინანსებას:

ა) სოციალურად დაუცველ ბავშვებში (1000 დან - 150 000 ქულის ჩათვლით) – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში;

ბ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ მყოფ ბავშვებში, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დასაბუთებული იქნება  ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით, ან ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილით  - 1200 (ათას ორასი) ლარის  ფარგლებში;

3. მერიის მიერ დაფინანსების თაობაზე  ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა განცხადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირებით სარგებლობის დაწყება ბენეფიციარისათვის შესაძლებელია მერის ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 კალენდარული დღით.   ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ჩატარებულ მომსახურებაზე მერია არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას.

4. თანხა ანაზღაურდება იურიდიული პირის მიერ მომსახურების  დასრულებისა  და არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის შემდეგ. შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრება 10 დეკემბერი.

5. მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს 110 განცხადებას,  მომართვის რიგითობის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

6. მომსახურების დაფინანსება მოიცავს:

ა) „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მომლოდინეთა რეესტრში მყოფი ბავშვებისათვის - თვეში მაქსიმუმ 8 ვიზიტს;

ბ) ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის  „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ მომლოდინეთა რეესტრში მყოფი ბავშვებისათვის -  თვეში მაქსიმუმ 20 სეანსს

(მომსახურებების მთლიანი ჯამი);

გ) არასრულწლოვნებისათვის, რომელთაც უარი ეთქვათ ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით  სარგებლობაზე, მაგრამ საჭიროებენ სხვა სახის ინტერვენციებს - თვეში 16 სეანსს, არაუმეტეს 2 სახის მომსახურების