წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის/წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) იძულებით გადაადგილებული პირის/ დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/ დევნილის მოსარგებლის შემთხვევაში);

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე მოსარგებლე ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;

ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), გაცემული არაუმეტეს 3 თვის ვადისა;

თ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი;

ი) ცნობა სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მცხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან“ მომსახურებაში ჩართვის ან უარის შესახებ;

კ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (მე-4 მუხლის მეორე პუნქტის შემთხვევაში);

ლ) აქტი, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულის მაჟორიტარი წევრი. საკრებულის მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის მდგომარეობას).  (მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

მ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი („ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში);

ნ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში