პროგრამის დაფინანსების წყაროა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 06 02 26).

დანართი N22.1

საბუთების ჩამონათვალის ფორმა

გვარი, სახელი

საბუთების ჩამონათვალი

წარმოდგენის ვადა

1.

2.

დანართი N22.2

პოზიტიური მშობლობის პროგრამის მომსახურების მიმწოდებლის სავალდებულო კრიტერიუმები:

კრიტერიუმი 1. მომსახურების მიმწოდებელი უნდა იყოს  ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პოზიტიური მშობლობის პროგრამას და ამ სფეროში აქვს მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;

კრიტერიუმი 2. ჰყავს  ფსიქოლოგი(ები), რომელსაც აქვს  აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომი ფსიქოლოგიაში. ასევე   აქვს პოზიტიური მშობლობის სასწავლო კურსის სერთიფიკატი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი;

კრიტერიუმი 3. ორგანიზაციას მოეთხოვება ჰქონდეს ელექტრონული ხელმოწერა.

დანართი №23

ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენციის პროგრამა

(ქვეპროგრამის კოდი 06 02 14)

ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენციის პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არასრულწლოვანთა, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციართა (18 წლამდე) ადრეული და თერაპიული ინტერვენციის მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხასა და გასაცემი თანხის ოდენობებ