1. მატერიალური დახმარება - მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით საქმის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მატერიალური დახმარება. დახმარების ბიუჯეტი შეადგებს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარს.

2. პოზიტიური მშობლობის  სერვისის მიწოდება -  აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს ამ პროგრამის შემადგენელ ღონისძიებას, რომლის აუცილებლობაც გამოიკვეთება ბავშვისა და ოჯახის ინტერდისციპლინური შეფასების შემდგომ. სოციალური მუშაკისა და მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით მოსარგებლე ბავშვის მშობელი თავისივე თანხმობით ჩაერთვება აღნიშნულ ღონისძიებაში. ღონისძიება მოიცავს ფსიქოლოგის მიერ მშობლისთვის აღზრდის პოზიტიური მიდგომის შესწავლას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ბავშვის პატივისცემას, სიყვარულს, სითბოს გამოხატვას, დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენას, მასზე ზრუნვას, აღზრდისა და სწავლებას ჰუმანური გზებით და გამორიცხავს  მკაცრი მეთოდების გამოყენებას, დასჯას, მუქარას, შეშინებას, ზეწოლას, შეურაცხყოფას და ა.შ.

მშობლის მიერ პენსონალური ინფორმაციის გაცემაზე წერილობითი თანხმობის გამოხატვის შემდეგ სოციალური მუშაკი უკავშირდება პოზიტიური მშობლობის სერვისის მიმწოდებელ იურიდიული პირის ფსიქოლოგს, რომელიც სოციალური მუშაკის მიერ დაგეგმილ ადგილას ხვდება მშობელს. შეხვედრების რაოდენობა განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე, თითო მშობელზე არაუმეტეს 5 შეხვედრისა. სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ერთად განიხილავენ დასაძლევ საკითხებსა და  გამოწვევებს. მშობელთან შეთანხმებით სოციალური მუშაკი ადგენს შეხვედრების განრიგს და აკონტროლებს მას. შეხვედრის ხანგრძლივობა 1 საათია. მომსახურება მშობელს მიეწოდება საცხოვრებელ ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის მიერ დროებით გამოყოფილ მყუდრო ფართში.  ფსიქოლოგი მიღწეულ შედეგებზე წერს დასკვნას, ადასტურებს პირადი ხელმოწერით და კონფიდენციალობის სრული დაცვით უგზავნის სოციალურ მუშაკს. პოზიტიური მშობლობის პროგრამის მიმწოდებელი იურიდიულის პირი  თითოეულ მშობელზე სრული მომსახურების დასრულების შემდგომ აგზავნის  შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილსა და ინვოისს, რაოდენობისა და ფასის მითითებით. მომსახურება ფინანსდება შესრულებული სამუშაოს მოწოდებიდან 10 სამუშაო დღეში.  ერთეული შეხვედრის ფასი განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით.   პოზიტიური მშობლობის მთლიანი ბიუჯეტი შეადგებს  - 5000 (ხუთი ათასი) ლარს და ითვალისწინებს ჯამში 50 შეხვედრას(დანართი 1.2).

3. ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა - აღნიშნული ღონისძიება მოიცავს საჭიროებიდან გამომდინარე:

ბავშვებისათვის საწოლებისა(მატრასით) და საწერ მაგიდების შეძენას, ასაკისა და ზომების გათვალისწინებით.   ავეჯის შეძენის ბიუჯეტი შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს.

ოჯახისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას: მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის ბიუჯეტი შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს.

4. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ  მისი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრების განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ღონისძიებების მთლიანი ბიუჯეტი შეადგებს   5000 (ხუთი ათასი) ლარ