პროგრამის მთავარი ამოცანაა იმ ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც არიან მძიმე სოციალურ გარემოსა და პირობებში, ემუქრებათ ძალადობა, ქუჩაში დარჩენის/მუშაობის, ადრეული ქორწინების, კანონთან კონფლიქტში აღმოჩენის, ბულინგის, ოჯახში უგულვებელყოფის, ჯანმრთელობის დაზიანების, განათლების მიღმა დარჩენის, მავნე ზეგავლენის და სხვა საფრთხის წინაშე აღმოჩენის რისკი. პროგრამის ამოცანებია:

1. სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის პირველადი ან/და სრული შეფასება;

2. ფსიქოლოგის მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და მართვა;

3. ჯანმრთელობის მართვის სპეცილისტის მიერ ბავშვისა და ოჯახის  შეფასება და მდგომარეობის მართვა;

4. იურისტის მიერ ბავშვისა და ოჯახის სამართლებრივი საკითხების შესწავლა და კონსულტირება;

5. ბავშვისა და ოჯახის ზიანის რისკების იდენტიფიცირება და საჭიროებების განსაზღვრა;

6. მაღალი რისკების შემთხვევაში რეფერირების დროული განხორციელება;

7. პრევენციული ღონისძიებების გატარებით რისკების აცილება /შემცირება/აღმოფხვრა და საჭიროებების დაკმაყოფილება:

ა) მატერიალური დახმარება;

ბ) სამედიცინო და ბავშვთა ადრეული/თერაპიული ინტერვენციის მომსახურებებით უზრუნველყოფა;

გ) ბავშვის საგანმანათლებლო (სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული, ინკლუზიური) პროგრამებითა და სახელოვნებო, სპორტული და სხვ. აქტივობებით უზრუნველყოფა;

დ) ბინის ქირით უზრუნველყოფა;

ე) ბავშვისათვის აუცილებელი ავეჯით უზრუნველყოფა;

ვ) ოჯახისთვის აუცილებელი საოჯახო ტექნიკით უზრუნველყოფა;

ზ) პოზიტიური მშობლობის სერვისით უზრუნველყოფა;

თ) საოჯახო პირობების გაუმჯობესება;

ი) ბავშვის (16+) და ოჯახის წევრთა დასაქმებაში ხელშეწყობა;

თ) სახელმწიფო,  მუნიციპალური  და სხვა სერვისების მიღების ხელშეწყობ