1. პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა მიმართოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინოს პირადობის მოწმობა/პასპორტი  და შეავსოს განაცხადი. განაცხადზე რეაგირებას 5 სამუშაო დღეში ახორციელებს სოციალური მუშაკი და ავსებს პირველადი შეფასების ფორმას (სკრინინგს);

2. მესამე პირის მხრიდან, ანონიმური, სახელმწიფო/ სხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციას და  მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილ შემთხვევებს მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში  ადგილზე შეისწავლის სოციალური მუშაკი და ავსებს პირველადი შეფასების ფორმას (სკრინინგს);

3. პირველადი შეფასების  შემდეგ სოციალური მუშაკი განსაზღვრავს სრული შეფასების საჭიროებას და სხვა უწყებაში რეფერირების აუცილებლობას. ზიანის რისკის არარსებობის შემთხვევაში ამზადებს უარის წერილს;

4. სრული შეფასების  განხორციელებამდე ბავშვის მშობელი/წარმომადგენელი ვალდებულია წარმოადგინოს სოციალური მუშაკის მიერ მოთხოვნილი საბუთები (დანართი 1.1 - დოკუმენტების ჩამონათვალის ფორმა) განცხადების ფორმით და განაცხადოს თანხმობა წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების გამოყენების  შესახებ;

5. სოციალური მუშაკი  სრული ინტერდისციპლინური შეფასების შემდგომ ადგენს ბავშვის  მხარდაჭერის გეგმას საჭირო ღონისძიებებით და წარუდგენს მულტიდისციპლინურ გუნდის სხდომას განსახილველად;

6. ბავშვის  მხარდაჭერის გეგმის პროექტი შეიძლება შეიცავდეს როგორც სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ჩამონათვალსა და დახმარებებს (სამედიცინო, თერაპიული, მედიკამენტები, საგანმანათლებლო, ბინის ქირით უზრუნველყოფა, დასაქმება, მატერიალური დახმარება, სასაჩუქრე ნობათები და სხვა), ასევე აღნიშნულ პროგრამას, მის  ღონისძიებებსა და გასაცემლებს;

7. ბავშვის  მხარდაჭერის გეგმა გაიწერება განსაზღვრული ვადით, არაუმეტეს 6 თვისა. საჭიროებიდან გამომდინარე ვადის გაგრძელება შესაძლებელია ახალი გეგმის შედგენისა და  მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე;

8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული მულტიდისციპლინური გუნდი ინდივიდუალურად განიხილავს სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილ მხარდაჭერის გეგმის პროექტებს, თანხმდება, იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს ოქმს. მიღებულ ოქმს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება);

9. ბავშვის მხარდაჭერის გეგმას ეცნობა მშობელი/წარმომადგენელი და ადასტურებს ხელმოწერით;

10. განყოფილება უზრუნველყოფს დამტკიცებული მხარდაჭერის გეგმის შესრულებასა და მონიტორინგს;

11. სხვა უწყებებიდან საკითხის რეფერირების შემთხვევაში, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბენეფიციარი შეფასდება და მიიღებს საჭირო მუნიციპალურ მომსახურებას. აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში როგორც მოსარგებლე;

12. ბენეფიციარი, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში იღებს „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“  მოსარგებლის  სტატუსს;

13. მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით მხარდაჭერის ღონისძიებები წყდება და საქმე იხურება: შედეგების მიღწევის,  სხვა უწყებაში რეფერირების, კრიტერიუმების ცვლილების (ასაკის შესრულება, მისამართის ცვლილება) შემთხვევაში;

14. დახურული საქმის მონიტორინგი განხორციელდება 6 თვეში ერთხე