1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ უსასყიდლოდ.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვის” სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიერ უსასყიდლოდ.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ”, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.კ“, ,,ე’’ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება დანართ №7.2-ში მითითებული ერთეულის ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ბიუჯეტით განსაზღვრული თანხისა. ამასთან, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტების მიმწოდებლებს დანართი №7.2-ში მითითებული სკრინინგისათვის გამოყენებული სახარჯი მასალის ღირებულების მოთხოვნა შეუძლიათ დანართში მითითებული ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ფაქტობრივი ხარჯისა.

5. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. ამასთან, მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართი №7.1-ის შესაბამისად განსაზღვრული ღირებულებისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება დანართი №7.3-ით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად.

6. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირობებითა და დაფინანსების მეთოდოლოგიით.

7. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეებს მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ აუნაზღაურდებათ განმეორებითი ვიზიტი (სტანდარტული), დანართი №7.1-ის შესაბამისად.

8. მე-3 მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით.

9. მე-3 მუხლის „ზ.გ“, „ზ.ე“ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში.

10. მე-3 მუხლის „ზ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მათ შორის, ა(ა)იპ "ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონი" - თვეში 16,870 ლარის ოდენობით, ხოლო ა(ა)იპ "კავშირი იმედი" - თვეში 15.557 ლარის ოდენობით. ამასთან, 6 თვის სამიზნე ინდიკატორის 90%-ზე ნაკლები მოცულობით შესრულების შემთხვევაში, განმახორციელებელი უზრუნველყოფს ყოველთვიურად ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი ხარჯების (გლობალური ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის 85%) კორექტირებას სამიზნე ინდიკატორის შესრულების პროცენტის პროპორციულა