1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ”, „ა.ვ“, „ა.ზ”, „ა.თ“ და „ა.კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისგან", რომელსაც უფლება აქვს მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მომსახურების მიწოდება განახორციელოს ქვეკონტრაქტორი დაწესებულებების მეშვეობით. ამასთან სკრინინგით დადებითი შემთხვევების დამატებით 2 განსხვავებული ტესტით გადამოწმების სერვისისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ქვეკონტრაქტორი დაწესებულებების მეშვეობით, პილოტურად უზრუნველყოფილი უნდა იქნას შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, ხაშური, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი და ბათუმი. ამასთან, პილოტის მიმდინარეობის ფარგლებში, ქვეკონტრაქტორ დაწესებულებებში მიღებული კვლევის შედეგები, იგივე ალგორითმის მიხედვით, გადამოწმებული/დადასტურებული იქნას სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ მიერ.
2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით, „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებებისაგან, ამასთან, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ტესტის წინა და ტესტის შემდგომ კონსულტაციებს, მან უნდა განახორციელოს აივ-ინფექცია/შიდსზე მხოლოდ სკრინინგი, ხოლო სკრინინგით დადებითი პირის სისხლის ნიმუში მიაწოდოს სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ და/ან მის ქვეკონტრაქტორ დაწესებულებებს შემდგომი კონფირმაციული კვლევისა და დადასტურების შემთხვევაში პაციენტის ანტირეტროვირუსულ მკურნალობაში ჩასართავად.
3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტესტირებებისთვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. მე-3 მუხლის „ა.მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების (მ.შ., გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღები ერთეულების) მიერ, რომელიც თანხმობას განაცხადებს პაციენტებისათვის აივ-ინფექციის/შიდსის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.
5. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.
6. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფისთვის მე-3 მუხლის „ბ” ქვეპუნქტის მიმწოდებელი შესაბამის მედიკამენტებს მიიღებს ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამიდან.
7. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა ხორციელდება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის აგენტების და მექანიზმების, მათ შორის აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ შესყიდვის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, (მ.შ. ჯინექსპერტ/კარტირჯების შესყიდვა გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან), ხელშეკრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორებით, საბანკო ან/და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნის გარეშე.
8. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მიღებასთან და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
9. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება განხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
10. მე-3 მუხლის „ზ.ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით.
11. მე-3 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით, მაღალი რისკის ჯგუფებისათვის სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და მისი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებებისაგან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფებისათვის სპეციალური სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს, ასევე, ა(ა)იპ საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრისგან „თანადგომა“, ა(ა)იპ თანასწორობის მოძრაობა და მისი ქვეკონტრაქტორი ა(ა)იპ იდენტობა, ა(ა) იპ სათემო ალიანსი.
12. მე-3 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებით, ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა განხორციელდება შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის შუამდგომლობის საფუძველზე, ა(ა)იპ – ზ. დანელიას სახელობის კავშირ თანადგომის მეშვეობით;
13. მე-3 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ა(ა)იპ ზ. დანელიას სახელობის კავშირი თანადგომისგან.
14. მე-3 მუხლის „ზ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაღალი რისკის ჯგუფებისათვის სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან - ა(ა)იპ "ახალგაზრდთა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონი" და ა(ა)იპ "კავშირი იმედი".
15. მე-3 მუხლის „ზ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები განხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებების მეშვეობით.
16. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისა