1. პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის წესსა და პირობებს განმახორციელებლები განსაზღვრავენ სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის შესაბამისად.
4. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება „აივ-ინფექცია/ შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.
5. არვ მკურნალობის მონიტორინგი (მ.შ. არვ მკურნალობის მონიტორინგის ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა) განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.
7. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, მე-3 მუხლის „ა.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემების გადაცემის თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.
9. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება:
ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი და მათი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებებისათვის, გარდა მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ი“ და ,,ა.მ’’ ქვეპუნქტების მიმწოდებელი დაწესებულებებისა, რომლებზეც ტესტებისა და სახარჯი მასალების გადაცემა ხორციელდება სჯდ ცენტრის მეშვეობით;
ბ) გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექციის/შიდსის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის.
10. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტების მიმწოდებლებისათვის სკრინინგული კვლვევებისათვის საჭირო სახარჯი მასალების ღირებულება ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართი №7.2-ით განსაზღვრული ტარიფისა, ხოლო მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტების მიმწოდებლების სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა ხორციელდება „ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევის ტესტსისტემებთან ერთად.
11. სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ ვალდებულია განახორციელოს:
ა) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგით დადებითი ორსულების მიდევნება (მ.შ. დაბადების რეგისტრის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით);
ბ) „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგით დადებითი სისხლის დონორების მიდევნება დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით.
12. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის ფარგლებში:
ა) მომსახურების მიწოდება ხორციელდება ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისისა და ქ. ზუგდიდის მობილური ბრიგადების მეშვეობით;
ბ) მომსახურება უტარდებათ აივ/შიდსის ფონზე განვითარებულ ინკურაბელური დაავადების მქონე პაციენტებს შემდეგი დიაგნოზებით: აივ დემენცია, აივ ენცეფალოპათია, ჰემიპლეგია, ტეტრაპლეგია, ფოკალური ეპილეფსია.
13. აივინფიცირებულ პირთა ჯინექსპერტ სისტემის მეშვეობით ტუბერკულოზზე დიაგნოსტიკისათვის საჭირო კარტრიჯებით უზრუნველყოფა განხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით.
14. შემთხვევათა აღრიცხვა და მართვა (აივ-ინფექცია/შიდსის ახალი დადასტურებული შემთხვევები, მკურნალობა) ხორციელდება აივ-ინფექცია/შიდსის ეროვნული რეგისტრის მეშვეობით, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით.
15. იმ მიმწოდებლებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი მუნიციპალური ორგანო, მიეცეთ უფლება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მომსახურება შეისყიდონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
16. მე-3 მუხლის „ზ.დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში განხორციელდება გლობალური ფონდის დაფინანსებით შეძენილი საინფორმაციო-საგანმანათლებლო და ინფექციის პრევენციისთვის განკუთვნილი მასალების მიწოდება.
დანართი №7.1 აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა
ამბულატორიული და სტაციონარული დახმარებით
№
მომსახურება
ღირებულება
(ლარი)
1
შიდსი (ამბულატორიული მომსახურება)
1.1
პირველი ვიზიტი (გაფართოებული)
776
1.2
პირველი ვიზიტი (სტანდარტული)
446
1.3
განმეორებითი ვიზიტი (გაფართოებული)
596
1.4
განმეორებითი ვიზიტი (სტანდარტული), მათ შორის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და პრობაციონერი პირებისთვის
352
1.5
განმეორებითი ვიზიტი არასტანდარტული რუტინული
170
1.6
განმეორებითი ვიზიტი არასტანდარტული (გაფართოებული)
540
1.7
ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (მძიმე)
400
1.8
ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (საშუალო)
175
1.9
ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (მსუბუქი)
80
1.10
ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (გაფართოებული)
520
1.11
ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (საშუალო)
170
1.12
ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (რუტინული)
90
1.13
C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგი
240
1.14
ანტირეტროვირუსული მკურნალობის მონიტორინგი
35
1.15
აივ რეზისტენტობის განსაზღვრა
1085
1.16
პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (პირველადი ჩართვისას)
151
1.17
პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (განმეორებითი (სტანდარტული))
81
1.18
პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (განმეორებითი (გაფართოვებული)
151
1.19
პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა
66
1.20
აივ ინფიცირებულ პირთა ბინაზე მოვლა
65
1.21
ექიმის ვიზიტი პაციენტთან
50
1.22
აივ/შიდსით დაავადებული დედის ახალშობილის კვება (გაიცემა ერთჯერადად)
1380
2
შიდსი (სტაციონარული მომსახურება)
2.1
შიდსის სტაციონარული მომსახურება (საშუალო)
2010
B22.7, R50, R50.7 უცნობი ეტიოლოგიის ცხელება (2 კვირაზე მეტი) (პაციენტში გამორიცხულია ტუბერკულოზი), რომელიც არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებითა და ანტივირუსული საშუალებებით თერაპიას ამბულატორიულ პირობებში
B22.7. B34.9 ვირუსული ინფექცია, დაუზუსტებელი
B22.7. A49.9 ბაქტერიული ინფექცია, დაუზუსტებელი
B22.7. A46 წითელი ქარი
B20.7 J12.0-J12.9, J13, J14, J15.0-J15.9, J16, J17.0*-17.8*, J18.0-J18.9 პნევმონია (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, შერეული გენეზის), საშუალო სიმძიმის, გარდა ტუბერკულოზური ეტიოლოგიისა;
B22.7, B21.1, B21.2, B22.0, A81.2 ცნს დაზიანებანი (ლიმფომა, პმლ, ენცეფალოპათია, სხვა), რომლის მართვაც ვერ ხერხდება ამბულატორიულად
B20.3, B02 ჰერპეს ზოსტერი
B20.4, B20.5 ვისცერული სოკოვანი ინფექციები – საშუალო სიმძიმის
B20.7, A02, A03, A04, A05, A06, A07, A09 დიარეა (ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტებით გამოწვეული), საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
B22.7, D61.1, არვ პრეპარატების თანმხლები გვერდითი მოვლენები (ანემია, პანციტოპენია)
B22.7, L50.0 არვ პრეპარატების თანმხლები გვერდითი მოვლენები (ალერგიული ურტიკარია)
B22.7, K74.0-K.74.6 ღვიძლის ციროზი, ჩაილდ-პიუ A და B კატეგორია
B23.1 აივ გენერალიზებული პერსისტული ლიმფადენოპათია
B20.3, A60.0, A60.1, A60.9 ანოგენიტალური ჰერპესული წყლულები
B20.8, A50, A51, A52, A53, A54, A55, A56 აივ/შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სიფილისი, გონორეა, არაგონორეული ურეთრიტი, ვენერიული ლიმფოგრანულომა და სხვ)
B22.0 აივ ენცეფალოპათია – საშუალო სიმძიმის
B22.7, G95.9 აივ მიელოპათია – საშუალო სიმძიმის
B22.1 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ინტერსტიციული პნევმონიტი
B22.7, N30-N39, N18.1-N18.9 აივ/შიდსი და თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები (ნეფროპათია, გლომერულონეფრიტი და სხვ)
B22.7, L00-L08, L40.0-L40.9 აივ/შიდსი და დერმატოლოგიური დაავადებები (ფსორიაზი, გენერალიზებული პიოდერმია, სებორეა, კანის ინვაზიური მიკოზები და სხვ)
B22.2 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული განლევის სინდრომი – საშუალო სიმძიმის (დაიკლო სხეულის წონის 10%)
B20.8, B55.0-B55.9 ვისცერული ლეიშმანიოზი, საშუალო სიმძიმის
B22.7, B15, B16, B17 მწვავე ვირუსული ჰეპატიტი
B20.6 პნევმოცისტური პნევმონია – საშუალო სიმძიმის
B20.0 მიკობაქტერიული ინფექცია – საშუალო სიმძიმის
B22.7, K71.1-K.71.9 ტოქსიკური ჰეპატიტი (მწვავე, მედიკამენტოზური) – საშუალო სიმძიმის
B23.0 მწვავე რეტროვირუსული სინდრომი – საშუალო სიმძიმის
B22.2 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული განლევის სინდრომი – მძიმე (დაიკლო სხეულის წონის 10%-ზე მეტი)
B23.2 აივ-ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ჰემატოლოგიური და იმუნოლოგიური დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
2.2
შიდსის სტაციონარული მომსახურება (მძიმე)
4450
B 20.5, B45.0-B45.9 კრიპტოკოკური ინფექცია, პნევმონია, მენინგიტი
B20.4, B20.5 ვისცერული სოკოვანი ინფექციები – მძიმე
B20.8, B58.2 + ცერებრული ტოქსოპლაზმოზი
B20.3, B02.0+, B02.1+, B00.3+, B00.4+ ჰერპესული ინფექცია (HSV, VZV)– ენცეფალიტი, მენინგიტი, მიელიტი
B20.7, A02, A03, A04, A05, A06, A07, A09 დიარეა (ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტებით გამოწვეული), საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
B20.2, B25.0-B25.9 ციტომეგალოვირუსული დაზიანება ორგანოებისა (ენცეფალიტი, რეტინიტი, ეზოფაგიტი, კოლიტი, ჰეპატიტი);
B20.1, A.52.1 ნეიროსიფილისი
B20.1, G00-00.9, G 01*, G 02* ბაქტერიული მენინგიტი
B20.8, B55.0-B55.9 ვისცერული ლეიშმანიოზი, მძიმე
B20.6 პნევმოცისტური პნევმონია
B20.7 J12.0-J12.9, J13, J14, J15.0-J15.9, J16, J17.0*-17.8*, J18.0-J18.9 პნევმონია (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, შერეული გენეზის), მძიმე, არა ტუბერკულოზური გენეზის
B20.0 მიკობაქტერიული ინფექცია
B 20.7,B37.6+, I33.0, I33.9ენდოკარდიტი (მწვავე, ქვემწვავე, გახანგრძლივებული, ბაქტერიული, კნდიდოზური, დაუზუსტებელი)
B20.7, A40-A40.9, A41-A41.9 სეფსისი (ბაქტერიული, სოკოვანი)
B22.7, K74.0-K.74.6 ციროზი, ჩაილდ–პიუ B და С კატეგორია
B22.7, B15, B16, B17 მწვავე ვირუსული ჰეპატიტი
B22.7, K71.1-K.71.9 ტოქსიკური ჰეპატიტი (მწვავე, მედიკამენტოზური)
B23.0 მწვავე რეტროვირუსული სინდრომი
A 81.2 პროგრესული მულტიფოკალური ლეიკონცეფალოპათია
B22.7, G61.0, G61.8, G61.9, G62.9, G64 პოლინეიროპათია
G 89.3 იმუნური რეკონსტიტუციის სინდრომი
B21.0-B21.9 აივ/შიდსი და ავთვისებიანი სიმსივნეები (კაპოშის სარკომა, ლიმფომა, ანალური კარცინომა, ცერვიკალური კარცინომა და სხვ)
B22.7, L00-L08, L40.0-L40.9 აივ/შიდსი და დერმატოლოგიური დაავადებები (ფსორიაზი, გენერალიზებული პიოდერმია, სებორეა, კანის ინვაზიური მიკოზები და სხვ)
B22.7, I00-I02 აივ/შიდსი და რევმატოლოგიური დაავადებები (ართალგია, მიოპათია, მულტისისტემური მანიფესტაციები და სხვ)
B22.7, N30-N39, N18.1-N18.9 აივ/შიდსი და თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები (ნეფროპათია, გლომერულონეფრიტი და სხვ)
B22.7, I40, I41*,I42, I43*,I51.4, I51.6, I52* აივ/შიდსი და კარდიოვასკულური დაავადებები (პერიკარდიული გამონაჟონი, არითმია, კორონარული დაავადება, კარდიომიოპათია, მიოკარდიტი)
B22.0 აივ ენცეფალოპათია-მძიმე
B22.7, G95.9 აივ მიელოპათია-მძიმე
B20.8, A02.1 სალმონელური სეპტიცემია
B20.3, B02.2+, B02.3, B02.7, B02.8დისემინირებული ზოსტერი
B22.2 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული განლევის სინდრომი- მძიმე (დაიკლო სხეულის წონის 10%-ზე მეტი)
B23.2აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ჰემატოლოგიური და იმუნოლოგიური დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
2.3
შიდსის სტაციონარული მომსახურება კრიტიკული (არ ესაჭიროება მართვითი სუნთქვა)
8030
- B22.7, R57, R57.1, R57.2, R57.8, R57.9, T78.2 ყველა სახის შოკი (ინფექციურ-ტოქსიკური, ჰიპოვოლემიური, ანაფილაქსიური)
- B22.7, K72, K72.0, K72.1 K72.9 ღვიძლის უკმარისობა (ღეიძლის ციროზის დროს, ვირუსული, ტოქსიკური ჰეპატიტებისას)
- B22.7, N17-N19, თირკმლის უკმარისობა;
- B22.7, J 96.0 სუნთქვის უკმარისობა;
- B22.7,G.93.6 ტვინის შეშუპება, კრუნჩხვა, კომატოზური მდგომარეობა, სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა ცნს დაზიანების გამო;
- B20.9 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული დაუზუსტებელი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა;
- B23.8 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობანი.
2.4
შიდსის სტაციონარული მომსახურება კრიტიკული (ესაჭიროება მართვითი სუნთქვა)
10450
B22.7, R57, R57.1, R57.2, R57.8, R57.9, T78.2 ყველა სახის შოკი (ინფექციურ-ტოქსიკური, ჰიპოვოლემიური, ანაფილაქსიური)
B22.7, K72, K72.0, K72.1 K72.9 ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის ციროზის დროს, ვირუსული, ტოქსიკური ჰეპატიტებისას)
B22.7, N17-N19, თირკმლის უკმარისობა;
B22.7, J 96.0 სუნთქვის უკმარისობა;
B22.7,G.93.6 ტვინის შეშუპება, კრუნჩხვა, კომატოზური მდგომარეობა, სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა ცნს დაზიანების გამო
B20.9 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული დაუზუსტებელი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა
B23.8 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული სხვა დაზუსტებელი მდგომარეობანი
დანართი №7.2 – ტესტირებების ღირებულებები
N
მომსახურება
ღირებულება
(ლარი)
1
ტესტის წინა კონსულტაცია
5.65
2
განმეორებითი სკრინინგი სწრაფი/მარტივი მეთოდით
5.68
3
განმეორებითი ტესტირებებისთვის გამოყენებული განსხვავებული მწარმოებლის ტესტებისა და სახარჯი მასალის ღირებულება (ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დადგენილი ტარიფისა)
5.78
4
სკრინინგი სწრაფი/მარტივი მეთოდით
5.68
5
მაღალი რისკის პირების სკრინინგი აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე, სკრინინგი ტუბერკულოზზე
5.68
6
სკრინინგისათვის გამოყენებული სახარჯი მასალის ღირებულება (ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დადგენილი ტარიფისა)
0.6
7
ტესტის შემდგომი კონსულტაცია
4.20
8
მაღალი რისკის ჯგუფის პირთა და მათი კონტაქტების მოძიებითი სამუშაოები; აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით
25
9
ზედამხედველობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებითი სამუშაოები
10
10
სისხლში აივ/დნმ განსაზღვრა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით
130.30
11
ჯინექსპერტის აპარატზე C ჰეპატიტის, ქლამიდია/გონორეას კვლევის ღირებულება
10
დანართი №7.3 – ანტირეტროვირუსული (არვ) თერაპიის მონიტორინგის მობილური ბრიგადების ანაზღაურება
რეგიონი
მიმწოდებელი
ბრიგადის (ექიმი, ექთანი, მძღოლი) ანაზღაურება (ლარი)
ბრიგადის (ექიმი, მძღოლი) ანაზღაურება (ლარი)
ბრიგადის (ექთანი, მძღოლი) ანაზღაურება (ლარი)
ქალაქში
ვიზიტი რეგიონში
ქალაქში
ვიზიტი რეგიონში
ქალაქში
ვიზიტი რეგიონში
კახეთის რეგიონი
თბილისის ბრიგადა
65
114
54
87
37
70
შიდა ქართლის რეგიონი
ქვემო ქართლის რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი
იმერეთის რეგიონი
ქუთაისის ბრიგადა
სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონი
ზუგდიდის ბრიგადა
აჭარის რეგიონი
ბათუმის ბრიგადა
გურიის რეგიონი
დანართი №7.4 –სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება აივ ინფექციის/შიდსის მქონე პირებში და აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექს მუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები)
1. მიზანი – მაღალი რიკის პირებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
2. მომსახურება მოიცავს:
ა) მაღალი რისკის პირების დიაგნოსტიკას სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) – სამიზნე მაჩვენებლის არანაკლებ 90% (მინიმუმ 2500 შემთხვევა კალენდარული წლის განმავლობაში). ამასთან, ერთი და იგივე პირის დიაგნოსტიკა წლის განმავლობაში დასაშვებია არაუმეტეს ორჯერ;
ბ) რისკის შემცირების კონსულტაციის მიწოდებას;
გ) დიაგნოსტიკის შედეგად გამოვლენილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მქონე პირთა მკურნალობაში ჩართვას – არანაკლებ 95%-ის მოცვა მკურნალობით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბენეფიციარი ინფორმირებულ უარს აცხადებს მკურნალობაზე, ან სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ ექვემდებარება მკურნალობას, რაც დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამის სამედიცინო ისტორიაში);
დ) მაღალი რისკის პირების სკრინინგს აივ-ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ტესტებითა და სახარჯი მასალით;
ე) მონიტორინგის წესი, შესრულების დამატებითი ინდიკატორები და სხვა პირობები განისაზღვრება მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და შესაბამისი ინდიკატორების შესრულების დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში, განმახორციელებელი უზრუნველყოფს დაფინანსების მოცულობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას შემდგომ პერიოდზე.
დანართი №7.5 - მაღალი რისკის მქონე პირებისათვის პრევენციული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხა
N
დასახელება
1
(ა)იპ – ახალი გზა
2
ა(ა)იპ – განათლების ეროვნული განვითარების, სოციალური რეაბილიტაციისა და ისტორიული ღირებულებების
დაცვის ასოციაცია ორდუ
3
ა(ა)იპ – იმედი
4
ა(ა)იპ – ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი
5
ა(ა)იპ – ნაბიჯი მომავლისაკენ
6
ა(ა)იპ – ახალი ვექტორი
7
ა(ა)იპ – ზ. დანელიას სახელობის კავშირი თანადგომა
8
ა(ა)იპ – ფენიქსი 2009
9
ა(ა)იპ – ჰეპა პლიუსი
10
ა(ა)იპ – აკესო, საერთაშორისო ორგანიზაცია ქალებისთვის
11
ა(ა)იპ – საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
12
ა(ა)იპ – თანასწორობის მოძრაობა
13
ა(ა)იპ – ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
14
ა(ა)იპ – ალტერნატივა ჯორჯია
15
ა(ა)იპ – თანასწორების მოძრაობა და მისი ქვეკონტრაქტორი ა(ა)იპ – იდენტობა
16
ა(ა)იპ – სათემო ალიანსი
დანართი №7.6 - პილოტური პროგრამა
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის დაავადებათა პროფილაქტიკასთან და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება სამეგრელოს რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
1. მიზანი – მაღალი რიკის პირებში (ნიმ-ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები) აივ ინფექციის, ვირუსული ჰეპატიტების და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისა და მოვლის სერვისებზე დროული გადამისამართების ეფექტიანი მოდელის დანერგვა სამეგრელოს რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და აღნიშნულ სერვისებზე მდგრადი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (მომსახურების მიწოდების სტაციონარული და მობილური მეთოდების გამოყენებით).
2. მომსახურება ეფუძნება აივ/შიდსის 2023-2025 წლის ეროვნული სტრატეგიით ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის განსაზღვრულ მომსახურების პაკეტს და მოიცავს:
ა) ბენეფიციართათვის აივ ინფექციის პრევენციისა და ზიანის შემცირების მომსახურების პაკეტის მიწოდებას, კერძოდ:
ა.ა) სამეგრელოსა და აჭარაში მცხოვრები ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლების მოძიება და მათთვის აივ პრევენციის და ზიანის შემცირების საშუალებების მიწოდება (შპრიცი და ნემსი-სავალდებულო), კონდომი და ლუბრიკანტი-მოთხონის შესაბამისად) და განათლება აივ-ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის პრევენციის საკითხებზე ინდივიდუალური კონსულტირების გზით ან მათთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების გავრცელება/ინფექციის პრევენციისთვის განკუთვნილი მასალების მიწოდება (რომელიმე ერთი); წლიური სამიზნის (3100-3100 პირი თითოეულ ცენტრში) არანაკლებ 90%-ის მოცვა აივ პრევენციისა და ზიანის შემცირების პაკეტით);
ბ) სამეგრელოსა და აჭარაში მცხოვრები ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა ნებაყოფლობით სკრინინგს:
ბ.ა) აივ-ინფექციაზე/შიდსზე, მათ შორის თვითტესტირების მეთოდით წლიური სამიზნის (3100 პირი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 3400 პირი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში) არანაკლებ 90%-ის მოცვა სკრინინგული ტესტირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბენეფიციარი ინფორმირებულ უარს აცხადებს ტესტირებაზე, რაც დოკუმენტირებული უნდა იყოს დადასტურებული;
ბ.ბ) ბენეფიციარის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე დამატებითი სკრინინგი B და C ჰეპატიტებზე, სიფილისსა და ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირება.
ბ.გ) აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღება და ტრანსპორტირება კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში და/ან უშუალოდ ტესტირებას ჯინექსპერტ მეთოდით. მათ შორის, C ჰეპატიტზე მდგრადი ვირუსული რეაქციის SVR 12/SVR 24 და მაღალი რისკის ბენეფიციართა შორის რეინფექციის (რეინფექციად მიიჩნევა შემთხვევები, როდესაც დადასტურებული SVR 12/SVR 24 მიღწევიდან 6 თვის შემდეგ, ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ SVR 12/SVR 24 პასუხის გარეშე, პაციენტებს უფიქსირდებათ HCV RNA კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხი, ამასთან, განსხვავებული გენოტიპით) დასადგენად, C ჰეპატიტზე ნამკურნალები პაციენტების კვლევა ჯინექსპერტ მეთოდით, რომელთა ტესტებით უზრუნველყოფა განხორციელდება ცენტრის მიერ „ჰეპატიტის მართვის’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
გ) მონიტორინგის წესი, შესრულების დამატებითი ინდიკატორები და სხვა პირობები განისაზღვრება მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და შესაბამისი ინდიკატორების შესრულების დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში, განმახორციელებელი უზრუნველყოფს დაფინანსების მოცულობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას.
დანართი №8
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
(პროგრამული კოდი 27 03 02 0