1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სპეციალობები);

ბ) ჯანდაცვის მიმართულებით (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგის სპეციალობები).

2. კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური ფსიქიატრიის ან ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება.

3. სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება.

4. სასურველია სახელმწიფო სერტიფიკატი ფსიქიატრიაში.

5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) თავდაცვის კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანება.

6. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული).

7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoin