1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაკნოსტიკისა და კონსულტირების სპეციალობები);
ბ) ჯანდაცვის მიმართულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგის სპეციალობები);
2. კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური ფსიქიატრიის ან ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება.
3. სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება.
4. სასურველია სახელმწიფო სერტიფიკატი ფსიქიატრიაში.
5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) თავდაცვის კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანება.
6. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული).
7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoin