1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის  ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის,  ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სპეციალობები);

ბ) ჯანდაცვის მიმართულებით (მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკის, სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგის სპეციალობები).

2. კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური ფსიქიატრიის ან ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) თავდაცვის კოდექსი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანება.

4. სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoin