ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2024
ძალაში შესვლა 01.02.2024
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 924 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2024 მიღება
01.02.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N1
2 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N2
3 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N3
4 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N4
5 ქალაქი ტყიბული - სოფელი ახალსოფელი მარშრუტი N5
6 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N6
7 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N7
8 სოფელი საწირე - დაბაძველი
9 სოფელი საწირე შიდა საუბნო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N მარშრუტის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.06.2024 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 18.01.2024 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.06.2024 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 28.04.2017 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2024 წლის 18 ინვარი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ა​1“ ქვეპუნქტებისა და მე-2 მუხლის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე შეღავათებით სარგებლობის უფლების მქონე პირთა სია განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრასპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს უფლებამოსილი სუბიექტი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას. მუხლი 4🔗 1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. 2. უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული ბარათის დაზიანების ან დაკარგვის, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა. 3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ და უზრუნველყოფს უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით. 4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას. 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას. 6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიმართვის საფუძველზე. 7. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ საბანკო ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფას. მუხლი 6🔗 არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ ექვს თვეში ერთჯერ უზრუნველყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერისათვის ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ საბანკო ანგარიშზე მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანაზე მგზავრობის ტარიფების (მგზავრობის ღირებულება) დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 08 დეკემბრის №30 დადგენილება. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 თებერვლიდან. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე დანართი №1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფები განისაზღვროს შემდეგნაირად: N მარშრუტის დასახელება მგზავრობის ტარიფი 1 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N1 50 (ორმოცდაათი) თეთრი 2 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N2 50 (ორმოცდაათი) თეთრი 3 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N3 50 (ორმოცდაათი) თეთრი 4 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N4 50 (ორმოცდაათი) თეთრი 5 ქალაქი ტყიბული - სოფელი ახალსოფელი მარშრუტი N5 50 (ორმოცდაათი) თეთრი 6 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N6 50 (ორმოცდაათი) თეთრი 7 ქალაქ ტყიბულში შიდა საქალაქო მარშრუტი N7 50 (ორმოცდაათი) თეთრი 8 სოფელი საწირე - დაბაძველი 30 (ოცდაათი) თეთრი 9 სოფელი საწირე შიდა საუბნო 30 (ოცდაათი) თეთრი დანართი №2 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე შეღავათებით სარგებლობის უფლების მქონე პირთა სია 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ: ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მათთან გათანაბრებულ პირებსა და სამხედრო ძალების ვეტერანებს; გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს; ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს; ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს; ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი „უფასო სასადილოს“ ბენეფიციარებს; თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის 50%-იანი შეღავათით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები 17 (ჩვიდმეტი) წლის ასაკამდე.