ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2024 წლის 24 ივნისი ქ. ბოლნისი |
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო ტარიფები:
ა) სოფელი რატევანი – სოფელი რაჭისუბნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 0.50 ლარის ოდენობით;
ბ) ქ. ბოლნისი – დაბა კაზრეთის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;
გ) ქ.ბოლნისი – სოფელი დარბაზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;
დ) სოფელი რატევანი – სოფელი ფარიზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;
ე) ქ. ბოლნისი – სოფელი ხატისოფელი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;
ვ) ქ. ბოლნისი – სოფელი აკაურთა მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფები:
ა) ქ. ბოლნისი – სოფელი ფოლადაური – სოფელი ტანძიის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;
ბ) ქ.ბოლნისი – სოფელი მამხუტის – სოფელი ტალავერის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;
გ) ქ. ბოლნისი – სოფელი დისველი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით.
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-სს;
გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლებს;
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებს.
ვ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს;
ზ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურს“ (ს/ნ 425358409) მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.
3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ (ს/ნ 425358409) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახური“ (ს/ნ 425358409) უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.
4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.
5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ (ს/ნ 425358409) მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.
6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ – „დ“ პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს;
ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;
გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;
დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“-„ვ“ პუნქტებით განსაზღვრული პირების ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
|