„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
300170000.55.067.016178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №52

2024 წლის 5 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ (შემდეგში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) იახტის კაპიტანი.“;

ბ) წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. შემცვლელი სერტიფიკატის გაცემისათვის შესაბამისი მეზღვაური წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასევე მითითებული უნდა იყოს შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნის საფუძველი (დაკარგვა, დაზიანება, მონაცემების ცვლილება და სხვა). ნაოსნობის პერიოდში სერტიფიკატის გემზე ან/და ნავსადგურში დაკარგვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს დაკარგვის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დადასტურება (გემის კაპიტნის, ნავსადგურის ადმინისტრაციის და ა.შ.) სერტიფიკატის დაკარგვის ფაქტის თაობაზე. სერტიფიკატის დაზიანების ან/და მასში მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სერტიფიკატი.“;

გ) წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად,  მეზღვაურის კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ მესამე პირზე გაცემული მინდობილობის, ასევე სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ განაცხადში ან/და ელფოსტაზე მესამე პირის მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მითითების შემთხვევაში.“;

დ) წესის მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

,,31. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემა ასევე წარმოებს ფოსტის საშუალებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.02.2024.
როდის იქნა მიღებული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.02.2024. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 300170000.55.067.016178.
რამდენი მუხლისგან შედგება „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №52, 05.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 300170000.55.067.016178 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6085935/