შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2024
ძალაში შესვლა 01.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №7/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2024
matsne.gov.ge 174 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2024 მიღება
01.02.2024 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 16.12.2020 მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 03.12.2015 ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 23.01.2026 სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 17.04.2019 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 23.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №7/ნ 2024 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ​1“ ქვეპუნქტისა და „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესი“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების შესახებ ინფორმაცია ასახონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში, ამ ბრძანების №1 დანართის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვალდებულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განმეორებით შემოწმებაზე (გადამოწმებაზე) გაგზავნასთან დაკავშირებით ინფორმაცია ასახოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში, ამ ბრძანების №1.6 დანართის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ აზარაშვილი