1.მესტიის მუნიციპალიტეტის მერია არის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობის, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე. მერიის, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების სამართლებრივი სტატუსი, განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.

2. მერიის სტრუქტურა მოიცავს მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებს (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე), მერიის სამსახურებს და მერის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებენ აღმასრულებელ საქმიანობას.

3. მერიას აქვს ბეჭედი დადგენილი წესის შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, წარწერით: „საქართველო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია“, ასევე ლათინური ალფავიტის წარწერა „GEORGIA. CITY HALL OF MESTIA MUNICIPALITY ”. მერიას აქვს საკუთარი ბლანკი და საბანკო ანგარიშ