1. აღრიცხვის ბარათში უნდა მიეთითოს ზსხ-ის ძრავის და ფრთის ტიპი. მოწყობილობების სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან ადვილად გარჩევის და ნებისმიერი გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით მწარმოებელმა გამოყენებულ მოწყობილობებს უნდა მიანიჭოს დასახელება ან საიდენტიფიკაციო მონაცემი. ზსხ-ის ფრთის პროფილის ან ამწევი ზედაპირის ცვლილება საჭიროებს განსხვავებული საიდენტიფიკაციო მონაცემის მინიჭებას.

2. გამოყენებული მოწყობილობების ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის გარკვევით იდენტიფიცირების მიზნით, მწარმოებელმა მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემებში უნდა გამოიყენოს თანმიმდევრული ნუმერაცია (მაგ.: ძრავას შეცვლა, ამწევი ზედაპირის შეცვლა, გამოყენებული მასალების შეცვლა და ა.შ.