1. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ზსხ-ის 1A და 2A ქვეკლასებზე.
2. სერიული წარმოების შემთხვევაში უნდა იყოს მიღებული შემდეგი დამატებითი უსაფრთხოების ზომები:
ა) მწარმოებლის მიერ ზსხ-ის შემუშავების მასალებისა და შემადგენელი კომპონენტების მიღების პროცედურამ უნდა უზრუნველყოს მათი ხარისხის დადასტურება (მაგ.: მწარმოებლის დოკუმენტაცია), სათანადო შენახვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შერევა და მონტაჟისას შეცდომების დაშვება (მაგ.: მარკირება ფერით ან იარლიყით), კონკრეტულ სერიაში გამოყენება, რათა წუნის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ჩასატარებელი შემოწმებების რაოდენობის შეზღუდვა;
ბ) მოწყობილობებზე მკაფიოდ უნდა იქნეს დაფიქსირებული ტიპი და სერიული ნომერი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათადარიგო ნაწილების მიღების შესაძლებლობა;
გ) მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს სერიული წარმოების მოწყობილობების წარმოება იმგვარად, რომ მუდმივად იყოს დაცული შესაბამისობა მოწყობილობის საკვალიფიკაციო მოდელთან (მაგ.: კომპოზიტური მასალების შემთხვევაში, გამოყენებული პოლიმერები, ქსოვილები და მათი ქსოვის მიმართულება, ფენების რაოდენობა და ტემპერატურა და ა.შ.);
დ) მწარმოებელმა უნდა განსაზღვროს შემოწმების პროცედურები, მათ შორის, მარტივი პროცედურების სახით, პროდუქტის საბოლოო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
ე) როდესაც ზსხ-ს გააჩნია ექსპლუატაციის შეზღუდული ვადის მქონე კრიტიკული მნიშვნელობის სტრუქტურული ნაწილები, რომლებიც შემუშავებულია სპეციალურად ზსხ-ისთვის, აღნიშნული ნაწილები უნდა იქნეს მარკირებული ნაწილის ნომრით და სერიული ნომრით ექსპლუატაციისას მათი მონიტორინგის მიზნებისთვი