1. ზსხ-ზე გათვალისწინებული უნდა იყოს საჰაერო ხრახნის დაზიანების შესაძლებლობა უცხო სხეულთან შეჯახების, ხმელეთის ზედაპირთან შეხების ან ნიჩბის მწყობრიდან გამოსვლის გამო. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხრახნის მწყობრიდან გამოსვლამ შესაძლოა დააზიანოს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ნაწილები, აღნიშნული ნაწილები უნდა იყოს სათანადოდ გამაგრებული (მაგ.: მოტოდელტაპლანზე ფრთის უკანა კიდის გამაგრება დამჭერ ზონარზე რამდენიმე ნაკერის დამატებით).
2. ზსხ-ზე გათვალისწინებული უნდა იყოს საჰაერო ხრახნის მწყობრიდან გამოსვლის შესაძლებლობა მისი სტრუქტურასთან ძალიან ახლოს ბრუნვის გამო, რომელიც იწვევს რეზონანსს საჰაერო ხრახნშ