ზსხ-ის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გალვანური კოროზიის რისკი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ლითონის შეუღლებით და ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს მარილიანი გარემოს არსებობა. შესაბამისად, თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვადსხვა ლითონის დაცვის გარეშე შეუღლება (მაგ.: შეუღლება პლასტმასის საყელურის ან თასის ჩასმის გარეშე).

შენიშვნა: საავიაციო დანიშნულების მასალებს, როგორც წესი, გააჩნია დაცვა, რომელიც ამცირებს გალვანური კოროზიის რისკებს (მაგ.: ალუმინის შენადნობის ქრომის მჟავაში ანოდური დაფარვა