„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2024 წლის 16 თებერვალი ქ. მცხეთა |
1) დადგენილების მე-2 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„7. ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათების/საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
8. ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.
9. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
2) დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების/საბანკო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.“.
3) დადგენილების მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირების მგზავრობა ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების/საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.“.
,,3. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.“.
4) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 6.
ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირებზე გასაცემი სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს.“.
|