„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37-13 |
|
2024 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ით დადგენილი წესით გასცა თანხმობა და რომელიც ამ თანხმობის შესაბამისად მოძრაობს;“.
2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით, ვალდებული არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციასთან ერთად წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ M3, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოიყენება საჯარო დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის აკრძალულ პერიოდში და თან დაურთოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ M3, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებაზე, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გაცემულია ნებართვა ლურჯი ან ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენებაზე და თან დაურთოს აღნიშნული ნებართვის ასლი, ასევე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია M3 კატეგორიიის სატრანსპორტო საშუალების შესახებ, რეგისტრაციის ნომრის მითითებით და სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალური/სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ M3, N2, N3 კატეგორიიის სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოიყენება ინფრასტრუქტურული პროექტების (კონკრეტული პროექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით) განხორციელებისათვის აკრძალულ პერიოდში და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.ი“-„ა.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირები, სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით, ვალდებული არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში, მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციასთან ერთად, წარადგინონ ინფორმაცია M3, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, რომლებიც გამოყენებული იქნებიან აკრძალულ პერიოდში.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის წარდგენისას, თუ უფლებამოსილ პირს საკუთრებაში არ ჰყავს სატრანსპორტო საშუალება, მაშინ იგი ვალდებულია ინფორმაციას დაურთოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა.“.
3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ჩამონათვალი, რომლებზეც ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვა (გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა), დამტკიცდეს დანართი 1-ის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით გათვალისწინებული საავტომობილო გზების გარდა სხვა საავტომობილო გზებზე არ ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა.“.
3. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
ა) განმცხადებლის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის რეგისტრაციის მოწმობას/მოწმობებს;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირების წარმატებით გავლის დამადასტურებელ მოწმობას/მოწმობებს;
გ) სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ვიზუალურ ფოტოსურათ(ებ)ს სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის რეგისტრაციის ნომრ(ებ)ის მითითებით;
დ) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილ ნებისმიერ სხვა დოკუმენტს.
2. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებლისათვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიცემული 5 სამუშაო დღის შემდეგ გამოუსწორებლობა იწვევს განცხადების განუხილველად დატოვებას.
3. სააგენტოს თანხმობა მოქმედებს მოთხოვნილი ვადით, მაგრამ როგორც წესი არაუმეტეს 1 წლის ვადით.
4. სააგენტოს თანხმობა უქმდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მონაცემების ცვლილებისას და ასეთ შემთხვევაში სააგენტოს თანხმობის გაუქმების შესახებ არ ეცნობება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.