„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43-68 |
|
2024 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში აიკრძალოს M3, N2, N3 და T კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.”;
2. 11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ M3, N2, N3, T კატეგორიების სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოიყენება საჯარო დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის აკრძალულ პერიოდში და თან დაურთოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;
ბ) პირველი პუნქტის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კუთვნილი M3, N2, N3, T კატეგორიიის სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოიყენება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის აკრძალულ პერიოდში და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია (აუცილებლობისას ზეპირი მოთხოვნით, რომელიც წერილობით უნდა მიიწეროს პირველივე სამუშაო დღეს) იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაქტორის M3, N2, N3, T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოიყენება აკრძალულ პერიოდში იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის (კონკრეტული პროექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით), რომელიც აუცილებელია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ღონისძიების შემჭიდროვებულ ვადებში დასრულებისათვის და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
გ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.ი“-„ა.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირები, სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით, ვალდებული არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში, მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციასთან ერთად, წარადგინონ ინფორმაცია M3, N2, N3, T კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, რომლებიც გამოყენებული იქნებიან აკრძალულ პერიოდში.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ნ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.”.
4. დანართი 2-ით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში M3, N2, N3 და T კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაზე თანხმობის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, წარდგენილი დოკუმენტების განხილვის პირობებს, თანხმობის მიცემის წესს, აკრძალული საათების შუალედში სააგენტოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.“.
|