„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№90
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016682
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №90

2024 წლის 28 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის № 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.05.2022, №010250050.35.123.016615), კერძოდ:

1. შეიცვალოს დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ, სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების საქმისა და არქივის წარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; მერიის სამსახურების საქმიანობის სამართ­ლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგა­ნი­ზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვით­მმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას; მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების ჩატარების ორგანიზებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მერიის ურთიერთობას მასობრივ საინფორ­მაციო საშუალებებთან; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში; მერისთვის წარსადგენი წინადადებების მომზადებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; მოსახლეობისათვის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების გაცნობას; მოსახლეობის კომუნიკაციის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფას საკრებულოსთან, მერიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან.“.

2. დადგენილების დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებულებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია