ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.02.2024
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016505
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2024
matsne.gov.ge 633 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.06.2023 მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.03.2023 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 10.11.2023 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.04.2023 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის წესისა და წარსადგენი ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.12.2020

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2024 წლის 29 თებერვალი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული განაცხადის ფორმები დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე დანართი №1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი აწესრიგებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობასთან, სახელმწიფო ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სხვადასხვა ორგანიზაციების, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და უზრუნველყოფს ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას. მუხლი 2🔗. წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა წარმომადგენლობით ხარჯებს განეკუთვნება: ა) საერთაშორისო და შიდა დანიშნულების კონფერენციების, სემინარების, თათბირების, მიღებების და შეხვედრებისათვის (მათ შორის, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებასთან) გაწეული ხარჯები; ბ) მუნიციპალიტეტის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის, აგრეთვე სტუმრების მომსახურების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯები, მათ შორის: ბ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება-გაგრძელება) ხარჯები; ბ.ბ) აეროპორტში დახვედრა-გაცილების ხარჯები; ბ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები; ბ.დ) სასტუმროს მომსახურების ხარჯები; ბ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის (წვენი, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) გათვალისწინებული ხარჯები; ბ.ვ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები; ბ.ზ) სუვენირების შეძენის ხარჯები; ბ.თ) მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურების ხარჯები. მუხლი 3🔗. დაფინანსების წყარო 1. წარმომადგენლობითი ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. ინფორმაცია განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვასთან ერთად მერიის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ, ხოლო საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის მიერ წარედგინება მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. 3. ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებისას ითვალისწინებს  განსახორციელებელი ღონისძიებებისა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის თაობაზე  არსებულ ინფორმაციას შესაძლებლობის ფარგლებში. მუხლი 4🔗. სახსრების ხარჯვის წესი 1. წარმომადგენლობითი ხარჯებით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შესახებ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ივსება განაცხადი დანართი №2-ისა და №3-ის შესაბამისად, რომელიც თანხმდება კურატორ მერის მოადგილესთან. შეთანხმების შემდგომ განაცხადი წარედგინება მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. 2. ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების/პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მერის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). აღნიშნულის საფუძველზე, მერის რეზოლუციით ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. 3. საკრებულოს შემთხვევაში ღონისძიებების ჩატარების შემდგომ საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). მოცემულ ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარე წერილით უგზავნის მერს, ხოლო მერის რეზოლუციით, ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. 4. ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან ხარჯების მიზნობრივად განკარგვაზე. 5. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით. დანართი №2 განაცხადი დელეგაციების მიღებისა და ცალკეული პირების ვიზიტის მომზადებისათვის ქ. ტყიბული                                                                                    ----- ---------------------- წ. 1. განმცხადებელი: ---------------------------------------------------------------------------------------                                                                 (სტრუქტურული ერთეული) 2. გამგზავრების ადგილი: -------------------------------------------------------------------------------                                             -------------------------------------------------------------------------------                        (ქვეყანა, ქალაქი, ორგანიზაცია, ვიზიტის ხანგრძლივობა) 3. ვინ მიემგზავრება: --------------------------------------------------------------------------------------                                    --------------------------------------------------------------------------------------   (თანამდებობა, სახელი, გვარი) 4. ვიზიტის განხორციელებისას გვესაჭიროება: ა) საკონსულო მომსახურება ---------------------------------------------------------------------------                    --------------------------------------------------------------------------- ბ) სასტუმრო -----------------------------------------------------------------------------------------------                       -----------------------------------------------------------------------------------------------  (ქალაქი, ჩასვლის თარიღი, ცხოვრების ხანგრძლივობა) გ) სამგზავრო ბილეთები ----------------------------------------------------------------------------                                          ----------------------------------------------------------------------------       (ტრანსპორტის სახეობა, მიმართულება, თარიღი) დ) საქმიანი შეხვედრები ----------------------------------------------------------------------------       -----------------------------------------------------------------------------         (ქალაქი, ორგანიზაცია, თარიღი, დრო) ე) კულტურული პროგრამა --------------------------------------------------------------------------                                               --------------------------------------------------------------------------  განმცხადებელი                                                                                  შეთანხმებულია  -------------------------                                                                          -------------------------------   (სამსახურის უფროსი)                                                                                                                         (კურატორი მოადგილე) დანართი №3 განაცხადი (დაკვეთა) გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისათვის ქ. ტყიბული                                                                                             ------ ------------------- წ. 1. განმცხადებელი -------------------------------------------------------------------------------------------                                   --------------------------------------------------------------------------------------------          (სტრუქტურული ერთეულის დასახელება, თანამდებობის პირის გვარი, სახელი) 2. განაცხადის შინაარსი: ---------------------------------------------------------------------------------                                            ----------------------------------------------------------------------------------                                         (ღონისძიების დასახელება) 3. ღონისძიების ჩატარების ადგილი: ----------------------------------------------------------------------                                                                  ----------------------------------------------------------------------                                                              (ქალაქი, დაბა, სოფელი) 4. ღონისძიების ჩატარების ვადები: -----------------------------------------------------------------------                                                               ------------------------------------------------------------------------                                                                            (წელი, თვე, რიცხვი, ხანგრძლივობა) 5. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (რამდენი ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში)    განმცხადებელი                                                                                 შეთანხმებულია ------------------------------                                                                    ---------------------------------      (სამსახურის უფროსი)                                                                                                                     (კურატორი მოადგილე)