თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 29.02.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.154.016524
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.02.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.02.2021
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2024 წლის 29 თებერვალი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დაბა თიანეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით:
C N = IMG X ITL X C X K,
სადაც:
CN არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის მნიშვნელობა თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის არის 0.23;
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ტოლია 1-ის (ვინაიდან თიანეთის ტერიტორიის ზონირება არ ხორციელდება, ლოკალური ტერიტორიული ინდექსის მნიშვნელობა განისაზღვრა „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადაც შუალედური ზონისათვის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი არის 1-ის ტოლი);
C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა 400-ის ტოლია.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის შესაბამისად, დაბა თიანეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასია 22.8 ლარი (0.23 x 1 x 0.24 x 400).
მუხლი 3🔗
დაბა სიონში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 90 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 20.52 ლარს.
მუხლი 4🔗
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 6.84 ლარს.
მუხლი 5🔗
დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 5.7 ლარს.
მუხლი 6🔗
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 11.4 ლარს.
მუხლი 7🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის დადგენილება №3 (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 26/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.154.016436).
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი