სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი №
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.02.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა |
| 2 | სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად: |
| 3 | ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების: |
| 4 | პროგრამის ადმინისტრირება |
| 5 | მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა |
| 6 | სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ხელშეწყობა |
| საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე | საქართველოს პრემიერ-მინისტრი |
| № | კომპონენტის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №53
2024 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
1. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 27 04) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია:
ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:
ბ.ა) საიჯარო გადასახადის დაფინანსება;
ბ.ბ) შენობის აღჭურვა;
ბ.გ) ალტერნატიული ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა;
გ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:
გ.ა) აღჭურვა;
გ.ბ) რეაბილიტაცია/პროექტირება/მშენებლობა;
დ) პროგრამის ადმინისტრირება;
ე) მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/ სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა;
ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
ამ პროგრამის მე-2 მუხლის:
ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება
1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 36 964.0 ათასი ლარით:
№
კომპონენტის დასახელება
ღირებულება
(ათასი ლარი)
1
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
8 000.0
2
სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:
3 292.5
2.1. საიჯარო გადასახადის დაფინანსება
632.5
2.2. შენობის აღჭურვა
1 800.0
2.3. ალტერნატიული ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა
860.0
3
ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:
16 071.5
3.1. აღჭურვა
9 500.0
3.2. რეაბილიტაცია/პროექტირება/მშენებლობა
6 571.5
4
პროგრამის ადმინისტრირება
400.0
5
მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა
7 500.0
6
სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ხელშეწყობა
1 700.0
სულ:
36 964.0.