გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
210020010.10.003.024448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2024 წლის 29 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ
მუხლი 1
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 178 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესს, პერიოდულობასა და ვადას.

2. საკონტეინერო მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის ვალდებულება ეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერის გადამზიდავს (შემდგომში – გადამზიდავი).

3. ამ წესის მიზნებისთვის, გადამზიდავად განიხილება პირი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.

4. მოსაკრებელი გადაიხდევინება შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, რომელიც 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია, მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისთანავე დაუყოვნებლივ მიაწოდოს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

5. ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს უშუალოდ გადამზიდავი ან მისი წარმომადგენელი.

მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადა

გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე (კონტეინერის გახსნის შემთხვევაში);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრირებული – საქონლით დატვირთული კონტეინერის გემზე დატვირთვამდე.

მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის შესახებ ინფორმაციის წარდგენა

გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებლის გადახდის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მიაწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმითა და წესით.

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება

გადამზიდავი თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი:

ა.ა) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;

ა.ბ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი;

ბ) საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არა უგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.02.2024.
როდის იქნა მიღებული „გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ“?
„გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ“ მიღებულია 29.02.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.10.003.024448.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.02.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ“, №56, 29.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 210020010.10.003.024448 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6121619/