სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 182 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის პირობების, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 31.08.2017 ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 09.02.2022 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 17.10.2018 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 78% 18.03.2022 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ოფიციალური კორესპონდენციის/წერილისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 78% 28.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №37 2024 წლის 6 მარტი ქ. თბილისი სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ თავდაცვის კოდექსის 36-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების ზოგადი დებულებები (დანართი№1); ბ) დაავადებების/ტრავმების ნუსხა (ICD-10) – (დანართი №2); გ) სამხედრო-სამედიცინო კომისიის სხდომათა ოქმების წიგნი (დანართი №3); დ) სამკურნალო შვებულების შესახებ   ცნობა (დანართი №4);       ე) სამკურნალო შვებულების შესახებ ქვედანაყოფის ექიმის  ცნობა (დანართი №5); ვ) სამედიცინო შემოწმების ბარათი (დანართი №6) ზ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმების ბარათი (დანართი №7); თ) ავადმყოფობის მოწმობა (დანართი №8). მუხლი 2🔗 „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანების  საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, დოკუმენტები და განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებენ სამართლებრივ ძალას. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 7 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი