„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016509
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2024 წლის 29 მარტი

ქ. ტყიბული

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დატკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის  №16 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www. Matsne.gov.ge, 04/05/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016420) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;“

2. ამოღებულ იქნეს დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჩ“ „ც“ „ძ“ „წ“ „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები.

3.  დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების პოპულარიზაციას, პრესრელიზების, შეტყობინებების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადებას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიწოდება;

ბ) მერიისა და მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული მასალებისა და პუბლიკაციების ანალიზი;

გ) მერიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის (ფეისბუქგვერდი) გვერდის  ადმინისტრირება, დაინტერესებული პირების/ჯგუფების შეკითხვებზე რელევანტური რეაგირება;

დ) მერიის საქმიანობის გაშუქებისთვის მასალების მომზადება (ფოტოების გადაღება, ინტერვიუების აღება/ორგანიზება და სხვა), საჭირო ინფორმაციის მოძიება, მათი დამუშავება და გამოქვეყნება;

ე) მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან მერიის სახელით უშუალო კომუნიკაცია და  შეხვედრების ორგანიზება;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებების შესახებ საინფორმაციო განცხადებების და  მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება/მოსახლეობისთვის მიწოდება; 

ზ) მერიის სახელით მედიის საშუალებებთან კომუნიკაცია, მერიის საქმიანობის იმიჯის დაცვა და კომპეტენციის ფარგლებში მის მიმართ ლოიალურობის ამაღლებაზე ზრუნვა;

თ) მერის ან მერიის წარმომადგენლების სხვადასხვა ვიზიტების, შეხვედრების, ინტერვიუების, საჯარო შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება;

ი) მუნიციპალიტეტის საქმიანობის, მიმდინარე პროექტების/პროგრამების, განსახორციელებელი/განხორციელებული აქტივობების შესახებ სარეკლამო რგოლებისა და სხვა ატრიბუტიკის (ბანერი,  ფლაერი, ბუკლეტი და სხვა) დამზადების ორგანიზება და პროცესში ჩართულობა;

კ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2024.
როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.03.2024. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.125.016509.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12, 29.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016509 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6142895/