ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/9/1805 |
|
2024 წლის 29 მარტი ქ. ბათუმი |
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე , მომხსენებელი მოსამართლე ;
ირინე იმერლიშვილი – წევრი ;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი ;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი .
სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე .
საქმის დასახელება : ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .
დავის საგანი : საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1805) მომართა ზურაბ საღინაძემ . №1805 კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 18 დეკემბერს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2024 წლის 29 მარტს .
2. №1805 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31-ე , 59-ე და მე -60 მუხლები , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი , 31-ე მუხლი , 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი .
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს , თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული ) და 109-ე (დამთავრებული ) მუხლებით , 117-ე მუხლის მე -2, მე -4, მე -6 და მე -8 ნაწილებით , 126-ე მუხლის მე -2 ნაწილით , 1351 მუხლით , 143-ე მუხლის მე -2−მე -4 ნაწილებით , 144-ე −1442 მუხლებით , 1443 მუხლის მე -2 ნაწილით , 146-ე მუხლის მე -2 ნაწილით , 147-ე და 149-ე მუხლებით , 197-ე მუხლის მე -4 ნაწილით , 198-ე მუხლის მე -3 ნაწილით , 229-ე მუხლით “. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიულ შინაარსი , რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში , გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას .
4. საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას . საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით კი , დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება .
5. №1805 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , მოსარჩელეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ე “ და „ლ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში . მოსარჩელე მხარის განმარტებით , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაულისთვის . შესაბამისად , ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი არ არის ის შემთხვევა , როდესაც ბრალდებულის მიერ პირთა ნაწილის მიმართ ჩადენილია დასრულებული დანაშაული , ნაწილის მიმართ კი , დანაშაულის მცდელობა ანუ დაუსრულებელი დანაშაული . ამგვარ შემთხვევაში , დანაშაული კვალიფიცირდება არა დასრულებულ დანაშაულად , არამედ მის მცდელობად , რაც გამორიცხავს ბრალდებული პირის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯადობით სარგებლობის შესაძლებლობას . მოსარჩელის განმარტებით , მის წინააღმდეგ , ბრალდების მხარის მიერ ქმედების ფორმალურად , დაუმთავრებელ დანაშაულად დაკვალიფიცირების შედეგად , მას შეეზღუდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომა .
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თითქმის იდენტურია . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი , დასახელებული ორი ტიპის დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით , მხოლოდ ერთადერთ განსხვავებას – დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების აკრძალვას ითვალისწინებს . აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დასრულებული და დაუსრულებელი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები , არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან , რომელთა მიმართ , სადავო ნორმით , დადგენილია დისკრიმინაციული მოპყრობა .
7. მოსარჩელე მხარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით , მიუთითებს , რომ არსებითად თანაბარ პირთაგან ნაწილისთვის , ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე ხელმისაწვდომობის დაუსაბუთებელი აკრძალვა , სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით , წარმოადგენს დისკრიმინაციას , რაც , იმავდროულად , იწვევს დისკრიმინირებულ პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას .
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით განსაზღვრული დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში , გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ხელმისაწვდომობას , არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .
9. მოსარჩელე მხარე , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე .
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს , რომ №1805 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი .
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , 31-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის პირველი პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის , 43-ე მუხლის საფუძველზე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1805 კონსტიტუციური სარჩელი („ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).
2. №1744, №1746, №1760, №1761, №1783 და №1805 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული .
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია .
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.
კოლეგიის შემადგენლობა :
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში