გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 12.04.2024
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016051
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2024
matsne.gov.ge 255 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ  გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №70 2024 წლის 12 აპრილი ქალაქი გორი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის ინიციატივა ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში  მდებარე  გეოგრაფიული ობიექტის – ქუჩისთვის  ცნობილი ისტორიკოსის  და საზოგადო მოღვაწის იოსებ ალიმბარაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ქუჩის  მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 227მ. კოორდინატები: საწყისი – X=426534.0157, Y=4647490.7477; საბოლოო – X=426622.8861, Y=4647302.9256. გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება ძმები რომელაშვილების ქუჩა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.45.31.599, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები – 66.45.31.594 66.45.31.349, დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - 66.45.31.499 66.45.31.498 66.45.31.497. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად: 1. ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს – ქუჩას, რომლის კოორდინატებია: საწყისი – X=426534.0157, Y=4647490.7477; საბოლოო – X=426622.8861; Y=4647302.9256. გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება ძმები რომელაშვილების ქუჩა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.45.31.599, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - 66.45.31.594, 66.45.31.349, დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - 66.45.31.499 66.45.31.498 66.45.31.497, სავარაუდო სიგრძე 227 მ., ეწოდოს იოსებ ალიმბარაშვილის  სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).    საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       დავით რაზმაძე