მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №139
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.024532
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №139
2024 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი
მუხლი 1🔗
1. მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების (შემდგომში – მასწავლებელი) მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობებს.
2. მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს (შემდგომში – ლაურეატი).
3. მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ:
ა) ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს;
ბ) სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
მუხლი 2🔗
1. მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას.
2. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ავლენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისია.
3. ლაურეატს მასწავლებლის ეროვნული პრემია ენიჭება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. მასწავლებლის ეროვნული პრემია ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში.
მუხლი 3🔗. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი წარმოადგენს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემლის სახით გადასახდელ ფულად თანხას, რომელიც ლაურეატზე გაიცემა პროგრამის – „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ (პროგრამული კოდი: 32 02 13) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.