საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.08.2009 ბოლო ცვლილება 06.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№146
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 19/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2009 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

    მუხლი 1

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:

1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახედ – ინსტიტუტი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი წესდების დამტკიცება.

4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის მართვის ორგანოების კანონმდებლობით დად-გენილი წესით არჩევამდე, დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ლიკვიდაციის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების ჩარიცხვა და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შრომითი მოწყობის საკითხების გადაწყვეტა.

7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ლიკვიდაციის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ლიკვიდირებული ხელოვნების ფაკულტეტის ნაწილში განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი.

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური